ობამეიანგი, დარმიანი და კიდევ ოთხი ფეხბურთელი, რომლებიც “მილანმა” ვერ დააფასა
6. სოკრატის პაპასტატოპულოსი
გაიყიდა 5 მილიონ ევროდ
საბერძნეთის ეროვნული ნაკრების მცველი, “მილანში” “ჯენოადან” გადავიდა, თუმცა ტიაგო სილვასთან და ნესტასთან კონკურენციას ვერ გაუძლო და იტალია დატოვა. თავდაპირველად, მან ბრემენს მიაშურა, ამჟამად კი “დორტმუნდში” წარმატებით ასპარეზობს.
5. ალეშანდრე პატო
გაიყიდა 12.5 მილიონ ევროდ
2007 წელს ბრაზილიური “ინტერნასიონალიდან” “მილანში” ახალგაზრდა თავდამსხმელი გადავიდა, რომელსაც ყველა უდიდეს მომავალს უწინასწარმეტყველებდა, თუმცა ხშირი ტრავმების გამო კვლავ სამშობლოში დაბრუნება მოუწია. 26 წლის პატომ ფორმა აღიდგინა და ამჟამად ევროპულ გრანდებს შორის, მის გამო ნამდვილი ომია გაჩაღებული.
4. მატეო დარმიანი
გაიყიდა 0.8 მილიონ ევროდ
დარმიანი 2001 წელს “მილანის” აკადემიაში მივიდა და 2010 წელს, 16 წლის საკში მისი დებიუტიც შედგა. მან “როსონერის” მაისურით მხოლოდ ოთხი მატჩის ჩატარება შეძლო, რის შემდეგაც ჯერ “პალერმოში” ირჯებოდა, შემდეგ კი “ტორინოში” აღმოჩნდა, სადაც დაიწყო მისი წარმატებული კარიერა. ახალგაზრდა იტალიელი მცველი, რეგულარულად ხვდება იტალიის ეროვნულ ნაკრებში ისევე, როგორც “მანჩესტერ იუნაიტედში”.
3. პიერ-ემერიკ ობამეიანგი
გაიყიდა 1 მილიონ ევროდ
ობამეანგის გაყიდვა სულ მალე, შეიძლება გახდეს “მილანის” უდიდესი სინანულის მიზეზი. გაბონელი თავდამსხმელი 2007 წელს “როსონერის” აკადემიაში ჩაირიცხა, თუმცა 2011 წელს საფრანგეთში ისე წავიდა, რომ იტალიური კლუბის მთავარ გუნდში საერთოდ არ უთამაშია. ობამეანგმა ბუნდესლიგა დაიპყრო და სავარაუდოდ, მომავალ სატრანსფერო ფანჯარაზე “დორტმუნდზე” უფრო ძლიერ კლუბში ვიხილავთ.
2. ანდრეა პირლო
უფასოდ
მას შემდეგ, რაც 2001 წელს “ინტერმა” უდიდესი შეცდომა დაუშვა და პირლო მთავარი კონკურენტის ბანკში, “მილანში” გაგზავნა, 2011 წელს ამ უკანასკნელმაც იგივე გაიმეორა და უფასოდ ტურინში გაუშვა. ამ ყველაფრის შემდეგ ანდრეამ “იუვენტუსის” მაისურით, ოთხი სეზონის განმავლობაში ოთხჯერ შეძლო სერია ა-ს ტიტულის მოპოვება.
1. პატრიკ ვიეირა
გაიყიდა 5 მილიონ ევროდ
1995 წელს ფრანგული “კანიდან” “მილანში” 17 წლის ტალანტი გადმოვიდა, თუმცა “როსონერიში” ვერაფრით გაიხსნა და “არსენალში” გადავიდა, სადაც “მეთოფეებთან” ერთად ახალი ისტორია დაწერა. საყოველთაოდ აღიარებულია, რომ ვიეირა ითვლება, როგორც ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრალური ნახევარმცველი.
ავტორი: გოგა ნაჭყებია