ობამეიანგი „რეალში“ შესაძლო ტრანსფერის შესახებ ინფორმაციას გამოეხმაურა
დორტმუნდის „ბორუსიას“ თავდამსხმელი პიერ-ემერიკ ობამეიანგი თავის „რეალში“ შესაძლო ტრანსფერის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.
„ეს სისულელეა, მაგრამ პრესას ასეთი რაღაცების მოფიქრება უყვარს. მიმდინარე სეზონში მხოლოდ გერმანიაში თამაშზე ვარ კონცენტრირებული. „ბორუსიას“ ფეხბურთელი ვარ. ამჟამად სხვა დანარჩენი უმნიშვნელოა“, – ციტირებს ობამეიანგს Goal.com-ი.
ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონის 24 მატჩში ობამეიანგმა 22 გოლი და 4 საგოლე პასი მიითვალა.