ობამეიანგი: “რეალში” თამაშზე ბავშვობიდან ვოცნებობ”
დორტმუნდის “ბორუსიას” თავდამსხმელმა, პიერ-ემერიკ ობამეიანგმა პრესასთან საუბრისას აღნიშნა, რომ მადრიდის “რეალის” რიგებში თამაშზე ბავშვობიდან ოცნებობდა.
“ჩემი გავშვობის ოცნება “რეალში” თამაში იყო.2014-ში, მანამ სანამ ბაბუაჩემი გარდაიცვლებოდა, მე მას დავპირდი, რომ მადრიდში ვითამაშებდი.
ბავშვობაში ხშირად ვუყურებდი ჰუგო სანჩესის ვიდეოებს, ყოველთვის ვცდილობდი, რომ მისთვის მიმებაძა და ასეა დღესაც.
“რეალში” ან სხვა ესპანური გუნდში გადასვლა დედაჩემისთვის დიდებული საჩუქარი იქნება.” – განაცხადა ობამეიანგმა, რომელსაც ევროპის ტოპ-5 ჩემპიონატის მასშტაბით ყველაზე მეტი ასისტი აქვს გაკეთებული მიმდინარე სეზონში.