ობამეიანგმა ბუნდესლიგის რეკორდი დაამყარა
დორტმუნდის „ბორუსიას“ თავდამსხმელმა პიერ-ემერიკ ობამეიანგმა გერმანიის ბუნდესლიგის რეკორდი დაამიარა. თავდამსხმელი პირველი მოთამაშე გახდა, რომელმაც ჩემპიონატის საწყისი ექვსი ტურის ყველა მატჩში გოლის გატანა მოახერხა.
ამ მომენტისთვის გაბონელი ფეხბურთელის ანგარიშზე შვიდი გოლია, აქედან სამი მან პენალტით გაიტანა. გარდა ამისა, ობამეიანგმა ერთი საგოლე გადაცემაც მიითვალა.