ობამეიანგმა ლევანდოვსკის ბოლო ტურში გადაასწრო და ბუნდესლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდა

თარიღი: მაისი 20, 2017

გერმანიის უმაღლესი ჩემპიონატის ბოლო, 34-ე ტურის მატჩში გატანილი ორი გოლის წყალობით, პიერ-ემერიკ ობამეიანგი ბუნდესლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

აღსანიშნავია, რომ ბოლო ტურამდე ბომბარდირთა დავას რობერტ ლევანდოვსკი ლიდერობდა 30 გოლით, გაბონელის ანგარიშზე კი 29 გოლი იყო. “ვერდერთან” მატჩში გაფორმებულმა დუბლმა კი ყველაფერი შეცვალა.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ ბუნდესლიგის გასული სეზონის საუკეთესო ბომბარდირი პოლონელი რობერტ ლევანდოვსკი გახდა 30 ზუსტად შესრულებული დარტყმით.

მსგავსი სიახლეები