ობამეიანგმა რეკორდი დაამყარა
23 სექტემბერს, გერმანიის ბუნდესლიგაში, “ჰოფენჰაიმმა” საკუთარ მოედანზე დორტმუნდის “ბორუსია” მიიღო.
მატჩის 55-ე წუთზე მასპინძელთა კარი პიერ-ემერიკ ობამეიანგმა დალაშქრა. აღსანიშნავია, რომ ამ გოლის შემდეგ გაბონელმა ფეხბურთელმა ბუნდესლიგაში რეკორდი დაამყარა.
ობამეიანგი პირველი ფეხბურთელია, რომელმაც გერმანიის ჩემპიონატის საწყის ექვს ტურში ჩატარებულ ყველა შეხვედრაში გოლის გატანა შეძლო.