ობი მიკელის მამა არგენტინასთან მატჩის წინ გაიტაცეს
ნიგერიის საფეხბურთო ნაკრების კაპიტნის, ჯონ ობი მიკელის, მამა არგენტინასთან გასამართი მატჩის წინ გაიტაცეს. როგორც ცნობილი ხდება, დამნაშავეებმა მაიკლ ობი და მისი მძღოლი იარაღით დააშინეს. ეს მეორე შემთხვევაა ბოლო 7 წლის მანძილზე, როდესაც ობი მიკელის მამა გაიტაცეს.
“უკვე მეორედ ჩემი ცხოვრების მანძილზე, მამაჩემის დაკარგვის დიდი საშიშროების წინაშე დავდექი, ძალიან მტკივნეული იყო. დღეს მამაჩემია, მაგრამ ხვალ შეიძლება ვინმე სხვამ გახადოს ყველაფერი საშიში,” – აცხადებს ნიგერიელთა კაპიტანი.
მიკელების ოჯახმა მაიკლის გამოსასყიდად 21 000 ფუნტი გადაიხადა. ამ ოპერაციაში ასევე მონაწილეობდა ნიგერიის პოლიციაც. საბედნიეროდ, ჯონ ობი მიკელის ოჯახის ყველა წევრი ახლა პოლიციის დაცვის ქვეშ იმყოფება.
აღსანიშნავია ისიც, რომ მიკელმა ეს ამბავი არგენტინასთან წაგებული მატჩის წინ გაიგო (2-1).