ოფიციალურად: დავიდ ლუისი „პსჟ“-ში ითამაშებს
დავიდ ლუისი „პარი სენ-ჟერმენში“ ითამაშებს. ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი აქვეყნებს.
27 წლის მცველს სურდა, რომ საკუთარი მომავალი მაქსიმალურად სწრაფად გაერკვია, რათა მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მზადების პროცესში საკლუბო კარიერაზე ფიქრს ხელი არ შეეშალა. პარასკევს დავიდ ლუისმა „პარი სენ-ჟერმენში“ სამედიცინო შემოწმება გაიარა და კლუბის ხელმძღვანელობასთან პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა.
ფრანგული პრესის ცნობით, დავიდ ლუისმა პარიზულ კლუბთან კონტრაქტი „4+1″ სქემით გააფორმა. ტრანსფერის ღირებულება არ ხმაურდება, თუმცა, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფრანგებმა ფეხბურთელის სანაცვლოდ 50 მილიონი ფუნტ სტერლინგი გადაიხადეს.
ამრიგად, თუ უეფა „პარი სენ-ჟერმენს“ ფინანსური ფეარ-პლეის დარღვევისთვის სანქციას არ შეუმსუბუქებს, დავიდ ლუისი ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში პარიზელთა ერთადერთი შენაძენი იქნება.
ბექა დოგრაშვილი