ოფიციალურად: ანდრეი შევჩენკო უკრაინის ნაკრების მთავარი მწვრთნელია
უკრაინის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე ანდრეი შევჩენკო იმუშავებს.
დღეს უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა, რომელზეც უკრაინის ნაკრების თავკაცის პოსტზე ანდრეი შევჩენკოს კანდიდატურა ერთხმად აირჩიეს.
“ერთსულოვანი გადაწყვეტილებით ახალ მთავარ მწვრთნელად არჩეულია შევჩენკო! მასსა და ჩვენს ბიჭებს გულწრფელად ვუსურვებ წარმატებას”, – დაწერა სოციალურ ქსელში აღმასკომის წევრმა სერგეი კუნიცინმა.
მხარეებს შორის კონტრაქტი სქემით “2+2” გაფორმდა. პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, ანდრეი შევჩენკოს სამწვრთნელო შტაბში მაურო ტასოტი, ანდრეა მალდერა, პედრო ხარო და რაულ რიანჩო შევლენ.
შეგახსენებთ, რომ 2016 წლის ევროპის ჩემპიონატზე შევჩენკო უკრაინის ნაკრების აწ უკვე ყოფილი მთავარი მწვრთნელის, მიხაილო ფომენკოს თანაშემწის ფუნქციებს ასრულებდა.