ოფიციალურად: დავიდ ლუისი “ჩელსიში” დაბრუნდა
ბრაზილიელი მცველი დავიდ ლუისი ლონდონის “ჩელსიში” დაბრუნდა.
29 წლის ფეხბურთელმა ინგლისურ კლუბში სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და სამწლიანი კონტრაქტიც გააფორმა. გავრცელებული ინფორმაციით, ტრანსფერის ღირებულებამ 34 მილიონი ფუნტ სტერლინგი შეადგინა.
შეგახსენებთ, რომ დავიდ ლუისი “ჩელსის” ღირსებას 2011-დან 2014 წლამდე იცავდა, რის შემდეგაც 42 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ “პარი სენ-ჟერმენში” გადავიდა.
“ჩელსიში” დაბრუნებით კმაყოფილი ვარ. ამ კლუბში გატარებული სადებიუტო სეზონი ნამდვილად ფანტასტიური გამოვიდა და ახლაც მინდა, რომ გუნდს წარმატებების მიღწევაში დავეხმარო. “ჩელსის” ფანებთან” ყოველთვის კარგი ურთიერთობა მქონდა. ამ კლუბის ფორმას კიდევ ერთხელ ჩავიცვამ სიხარულით”, – ციტირებს დავიდ ლუისის სიტყვებს “ჩელსის” ოფიციალური ვებგვერდი.