ოფიციალურად: შოთა არველაძე “ჰალის” თავკაცია
“ჰალ სიტის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე შოთა არველაძე უკვე ოფიციალურად დაინიშნა. მხარეებს შორის ორწელიწადნახევრიან კონტრაქტს მოეწერა ხელი.
შოთამ “ჰალის” ჩაბარების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა:
“მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ეს შესაძლებლობა მომცა. ინგლისში მუშაობა ფეხბურთში ჩართულ ნებისმიერ პირს სურს. ძალიან ბედნიერი ვარ, ჩემი ოჯახი კი ამაყობს.
ძალზედ მოტივირებული ვარ და მინდა ვაჩვენო, რომ ამ კლუბს ამ ბიჭებით, ხარისხითა და აქ მყოფი ახალგაზრდა ტალანტებით კარგად ასპარეზობა შეუძლია. გუნდში შემოქმედებითობისა და ნიჭიერების და გამოცდილების კარგი მიქსია.
სანახაობრივი ფეხბურთი მომწონს, როდესაც ქომაგები შენ გვერდით არიან – მათ უნდათ და უხარიათ ფეხბურთის სანახავად მოსვლა.
“სუონსი სიტისთან” მატჩსა და ფანებთან შეხვედრას მოუთმენლად ველი.
კარგი და სანახაობრივი თამაშის საჩვენებლად ჩვენი მაქსიმუმის გაღებას ვაპირებთ. მთავარი მიზანი მოედანზე ყოველთვის მოსაგებად გასვლა იქნება.
ფანები უნდა მოვიდნენ და უქომაგონ კლუბსა და ბიჭებს, რომლებიც უყვართ. დიდებული ფეხბურთელები გვყავს იმისთვის, რომ მოხვიდეთ და მათი ცქერით სიამოვნება მიიღოთ.
მოდით გავაკეთოთ ეს ერთად, ერთად ვუქომაგოთ და ერთად გავიმარჯვოთ”.
“ჰალი” 29 იანვარს საკუთარ მოედანზე “სუონსის” მიიღებს. გუნდს ინგლისის ჩემპიონშიფის სატურნირო ცხრილში მე-19 პოზიცია უკავია და ათი ქულა აშორებს გასავარდნ 22-ე ადგილს.