“ოლდ ტრაფორდი” ყოფილ მოთამაშეებს მიიღებს
მომდევნო თვეში, ქველმოქმედების სახელით მსოფლიო ფეხბურთის ცნობილი სახეები და “მანჩესტერ იუნაიტედის” ლეგენდები “ოლდ ტრაფორდზე” მატჩს გამართავენ.
საქველმოქმედო მატჩები “იუნისეფის” მიერ არის ორგანიზებული და იგი ყოვლე ორ წელიწადში ერთხელ გაიმართება. სტადიონზე შეკრებილი გულშემატკივარი ნახავს ინგლისის ნაკრებს, რომელთა რიგებში იქნებიან ტრებლის მფლობელი, ტედი შერინგემი და სეზონური აბონიმენტის მფლობელი ოლი მერსი. ისინი გაეჯიბრებიან დანარჩენი მსოფლიოს ნაკრებს, რომელსაც სათავეში ჟოზე მოურინიო ჩაუდგება და რომლის რიგებშიც ითამაშებენ “იუნაიტედის” ყოფილი ფეხბურთელები, იაპ სტამი და ედვინ ვან დერ სარი, ისევე როგორც ალესანდრო დელ პიერო და ანდრეი შევჩენკო.
ინგლისი საქველმოქმედო თასის მფლობელი გახლავთ და მას სათავეში მომღერალი და ორგანიზატორი რობი უილიამსი ჩაუდგება.
კინოსა და ფილმების მოყვარულებს კი საშუალება ექნებათ ნახონ სტივენ მოიერი “ნამდვილი სისხლიდან”, სერიალ “დოქტორი ვინ?” – ის ვარსკვლავი, მეტ სმიტი და “ავატარის” ვარსკვლავი სემ უორინგტონი. მონაწილეობას მიიღებენ ასევე კომედიანტები – პედი მაკჰინესი, ჯეკ უათჰოლი და ჯონ ბიშოპი.
წყარო: მანჩსტერ იუნაიტედის ქართული ფან-კლუბი – http://redarmy.ge/