ოლე გუნარ სულშერი საკუთარ სახლში ვან დეიკის გამო ვერ ბრუნდება
“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელ, ოლე გუნარ სულშერი ჩეშირში არსებულ საკუთარ სასახლეში ვერ ბრუნდება, რისი მიზეზიც ისაა, რომ ახლა იქ “ლივერპულის” მცველი, ვირჯილ ვან დეიკი ცხოვრობს.
სულშერმა ჩეშირში ეს სასახლე 4 მილიონ ფუნტ სტერლინგად მაშინ შეიძინა, როცა ის “იუნაიტედის” თავდამსხმელი იყო. 2011 წელს, მას შემდეგ, რაც სულშერმა მანჩესტერული კლუბი დატოვა და სამშობლოში დაბრუნდა, მან სახლი გააქირავა.
ჩეშირი ლივერპულისა და მანჩესტერის საზღვარზე მდებარეობს. აქ ბევრი მდიდრული სახლი მდებარეობს და ხშირად “ლივერპულისა” და “მანჩესტერ იუნაიტედის” ფეხბურთელები სახლის შეძენას ან დაქირავებას ჩეშირში ამჯობინებენ.
სულშერი მანჩესტერში მოულოდნელად, დეკემბერში დაბრუნდა, მაგრამ მის სახლში ახლა ვან დეიკი ცხოვრობს და შესაბამისად, ის იქ ჯერ ვერ დაბრუნდება.
ნორვეგიელი მწვრთნელი “იუნაიტედის” დროებით მთავარ მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ ლოუვრის სასტუმროში დაბინავდა.