ოლექსანდრ აზაცკი “ტორპედოში” ბრუნდება
ქუთაისის “ტორპედოში” გასული წლის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი, ოლექსანდრ აზაცკი ბრუნდება.
ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, აზაცკი გუნდს თურქეთში შეუერთდება.
მიხეილ აშვეთია: “ოლექსანდრ აზაცკის საკითხზე მოლაპარაკებები დასკვნით ფაზაშია. ის ჩვენ თურქეთში შემოგვიერთდება”.
“ამ ეტაპზე, კმაყოფილები ვართ ყველა იმ ფეხბურთელით, ვინც დავიმატეთ. 3 თებერვლიდან გუნდი მზადების პროცესს უკე თურქეთში გაარძელებს”.
აზაცკი გასულ სეზონში მამუკა კობახიძესთან ერთად გაუვალ დაცვას ქმნიდა და “ტორპედომ” 24-მატჩიანი წაუგებელი სერია გამოაცხო. მცველს იჯარა დეკემბრის ბოლოს დაუსრულა და ჩეხურ “ბანიკში” დაბრუნდა, თუმცა ქუთათურებმა მისი დამატება კვლავ შეძლეს.
“ტორპედომ” ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს ნიკოლა სტიეპოვიჩი, ლუკაშ და სილვა, ამბროსი ჩაჩუა, ბუდუ ზივზივაძე და ნოდარ ქავთარაძე გადაიბირა.