ოლიჩი: “ვერ ვიჯერებ, რომ მუნდიალის ფინალში ასეთი პენალტი დაინიშნა”
ხორვატიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტმა, ივიცა ოლიჩმა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში, საფრანგეთთან მარცხის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
ოლიჩმა ყურადღება პირველ ნახევარში დანიშნულ თერთმეტმეტრიანზე გაამახვილა. მისი აზრით, მთავარმა არბიტრმა ნესტორ პიტანამ არასწორი გადაწყვეტილება მიიღო.
“პენალტის ეპიზოდი რამდენჯერმე ვნახე და ვერ ვიჯერებ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ასეთი თერთმეტმეტრიანი დაინიშნა. არ მესმის, რატომ…
ფეხბურთელი ახტა და მას ბურთი ბუნებრივ პოზიციაში მყოფს მოხვდა, სხვაგვარად ვერ მოხვდებოდა. ასეთი შეცდომა ფინალში, ძალიან ცუდია. ვხედავდი, როგორც უყურებდა არბიტრი ამ მომენტს, ის ალბათ ფიქრობდა: “პენალტია? არა? პენალტია? არა?” მან ეპიზოდი 10-ჯერ ნახა და ბოლოს გადაწყვეტილებაც მიიღო: “კარგი, საფრანგეთი უფრო დიდია, მოდი, პენალტი დავნიშნოთ.” ვფიქრობ, ამ გადაწყვეტილებამ ყველაფერი შეცვალა.
მატჩის დასრულების შემდეგ, ბევრმა მწვრთნელმა დაგვირეკა, მათ შორის გერმანიიდან. ყველამ მითხრა, რომ პენალტი არ უნდა დანიშნულიყო”, – ციტირებს ოლიჩის სიტყვებს Sports.ru.