ოლიმპი ქუთაისთან თანაბარ ბრძოლაში დამარცხდა

თარიღი: მარტი 15, 2014

დავით თორთლაძის გაწვრთნილი “ოლიმპი”, რომელსაც მიმდინარე ჩემპიონატში მხოლოდ 2 გამარჯვება აქვს მოპოვებული, სუპერლიგის ერთ-ერთ მოწინავე გუნდ “ქუთაისის” დამარცხებასთან ახლოს იყო. ოლიმპელებმა შესანიშნავად ითამაშეს მთელი მატჩის განმავლობაში, თუმცა საბოლოო წარმატებამდე მცირედი დააკლდათ და 96:102 დამარცხდნენ.

“ოლიმპის” თამაში იმიტომაა გამოსარჩევი, რომ “ქუთაისი” ფავორიტად მიიჩნეოდა და არავის გაუკვირდებოდა, იოლი გამარჯვება რომ მოეპოვებინა. პირიქით კი მოხდა – იმერულმა კლუბმა პირველი მეოთხედი 21:25 წააგო და საბოლოოდ მოგების მოპოვება დიდი ჯაფის ხარჯზე მოუხდა.

ფრედ (50:50) დასრულებული პირველი ტაიმის შემდეგ ქუთაისელებმა მესამე პერიოდი 28:17 მოიგეს და თითქოს ამით ოლიმპელების წინააღმდეგობა გატეხეს. ბოლო პერიოდში ოლიმპელებმა ზონური პრესინგისა და ზუსტი შორი სროლების ხარჯზე ჩამორჩენა 3 ქულამდე შეამცირეს, თუმცა ამაზე მეტი ვეღარ მოახერხეს. თბილისელთა ლიდერმა რიჩარდ მათიაშვილმა არაერთი საჭირო ბურთი ჩააგდო, თუმცა ბოლო წუთებზე აცილებული 3 საჯარიმო “ოლიმპისთვის” დიდი დანაკლისი აღმოჩნდა.

აღსანიშნავია, რომ ორივე გუნდმა მაღალი შედეგიანობით ესროლა სამქულიანები. მიმდინარე სეზონში პირველად მოხდა, რომ მატჩის მონაწილე ორივე გუნდმა შორი დისტანციიდან ნასროლი ბურთების ნახევარზე მეტი ჩააგდო. ოლიმპელებმა 27 ცდიდან 14 სამქულიანი ჩააგდეს, ხოლო ქუთაისელებმა -19-დან 10.

“ქუთაისში” 22 ქულითა და 8 პასით საუკეთესო შედეგი ლევან ცეკვავამ დააფიქსირა. 18 ქულა და 10 პასი ჰქონდა ზაურ ფაშაევს, ხოლო აკაკი დვალიშვილმა ასევე ორმაგიდუბლი – 19 ქულა და 12 მოხსნა მიითვალა. იშვიათი სიზუსტე გამოავლინა გიორგი ბარბაქაძემ, რომელმაც 6-დან 5 სამქულიანი, 2-დან 2 სამიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო და შეხვედრა 18 ქულით დაასრულა.

ოლიმპელებში ერთბაშად 6 კალათბურთელი ასცდა 10-ქულიან ზღვარს. რიჩარდ მათიაშვილს სამმაგ დუბლამდე 1 პასი დააკლდა. ოლიმპელთა ლიდერმა 17 ქულა, 12 მოხსნა და 9 პასი მიითვალა. 16 ქულა და 6 პასი დააგროვა ირაკლი გულისაბედაშვილმა, 14 – ნოდარ თენიეშვილმა, 13 – გიორგი ხანიაშვილმა.

 სტატისტიკა

 

მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია:

დავით თორთლაძე („ოლიმპის“ მთავარი მწვრთნელი): მივულოცავ „ქუთაისს“ მართლაც კარგი და სანახაობრივი თამაში აჩვენეს,  როგორც წინასამატჩო პრესკონფერენციაზე  ვიწინასწარმეტყველე.  თამაშის ხარისხის მხრივ არანაკლებ კმაყოფილი ვარ ჩემი მოთამაშეებით, რადგან „ქუთაისი“  ჩემპიონატის ფავორიტია და ასეთი ბრძოლისუნარიონობისთვის და წინააღმდეგობის გაწევისთვის მადლობა ბიჭებს. ვფიქრობ, მოგების გემო არ ვიცით და  ამის გამო დავმარცხდით.  ეს აუცილებლად უნდა გამოვასწოროთ. ფსიქოლოგიური მომენტია. მათიაშვილის დისკვალიფიკაციით, რომელიც უსამართლოდ მიმაჩნია, მთელი გუნდი დემორალიზებული გახდა და ამან დიდი ფსიქოლოგიური გავლენა იქონია ბიჭებზე. იმედია პლეი ოფისთვის  სათანადო ფორმაში ჩავდგებით და კარგ თამაშს ვაჩვენებთ.

მედეა მხეიძე („ქუთაისის“ მწვრთნელი): უფრო იღბლიანი რომ ყოფილიყო დღეს ოლიმპის გუნდი, ალბათ სხვა  შედეგი იქნებოდა.  გადამწყვეტი ბოლო 10 წუთი აღმოჩნდა  და ფაქტიურად ფარისა და სამქულიანების ხარჯზე ვიმარჯვეთ, სადაც საკმაოდ მაღალი პროცენტი გვქონდა. აგრეთვე გამოვყოფდი გიორგი ბარბაქაძის კარგ თამაშს, რომელმაც დღეს გვაჩვენა ის შესაძლებლობები, რომელიც მივიწყებული ჰქონდა. გადავდივართ საქართველოს თასის ფინალის მომზადების ეტაპზე, ამასთან წინ სერიოზული მატჩები გველის, რომელსაც სათანადო მზადყოფნაში უნდა შეხვდეთ.

რიჩარდ მათიაშვილი (ოლიმპი): მივულოცავ „ქუთაისს“ გამარჯვებას და ფინალში წარმატებას ვუსურვებ. დაწყება კარგი გვქონდა, მაგრამ სამწუხაროდ იღბალი ჩვენს მხარეზე არ იყო. ვეცდებით შემდეგ მატჩზე „სოხუმთან“ მაქსიმუმი გავიღოთ. ქუთაისში ჩემი მეგობრები თამაშობენ და დღევანდელი შეხვედრა ძალიან სასიამოვნო იყო ჩემთვის.

 

დავით ბარბაქაძე (ქუთაისი): მადლობა მოწინააღმდეგეს კარგი თამაშისთვის. დაცვაში ამდენი ქულის გაშვება ნამდვილი კატასტროფაა ჩვენთვის. თუ ჩვენ დიდი მიზნები გვამოძრავებს ასეთი თამაში აღარ უნდა გავიმეოროთ.  წინ საქართველოს თასის ფინალი გველოდება, ამიტომ მაქსიმალურად უნდა გამოვასწოროთ ჩვენი შეცდომები.

superleague.ge

მსგავსი სიახლეები
კალათბურთი

ქართველ სპორტსმენს კორონავირუსი დაუდასტურდა

Covid-19 ერთ-ერთ ქართველ სპორტსმენს დაუდასტურდა. ამ ინფორმაციას “კურიერი” ავრცელებს, თუმცა სპორტსმენი ვინაობას არ ასახელებს. როგორც [&hell...
წაკითხვა
კალათბურთი

დონჩიჩი რონალდუსთან შეხვედრაზე: “ძალიან ვნერვიულობდი”

“დალას მავერიკის” ევროპელმა სუპერვარსკვლავმა, ლუკა დონჩიჩმა, რომელიც ჯერ სულ რაღაც 21 წლის გახლავთ, ის დრო […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

გადაიდება თუ არა ტოკიოს ოლიმპიური თამაშები?

კორონავირუსის გამო, მსოფლიოში არსებული თითქმის ყველა სპორტული ღონისძიება გადაიდო. ჯერ-ჯერობით არ არის დაზუსტებული, რა ბედი […]...
წაკითხვა
კალათბურთი

ლებრონ ჯეიმსმა ფავორიტი ფეხბურთელები დაასახელა

“ლოს ანჯელეს ლეიკერსის” კალათბურთელმა ლებრონ ჩეიმსმა ფავორიტი ფეხბურთელები დაასახელა. NBA-ს ვარსკვლავმა სოციალური ქსელის, Instagram-ის საშ...
წაკითხვა
კალათბურთი

“ბებერი ლომი” – გიორგი შერმადინი და თორნიკე შენგელია სახალისო გამოწვევაშ

კორონავირუსის გამო, სპორტსმენებს ვარჯიში სახლის პირობებში უწევთ. სახლში ვარჯიშით შემოიფარგლება თორნიკე შენგელიაც, რომელმაც აზიდვები შვილებთან [&hellip...
წაკითხვა
კალათბურთი

კევინ დურანტს კორონავირუსი დაუდასტურდა

NBA-ის ვარსკვლავს, “ბრუკლინ ნეტსის” კალათბურთელ კევინ დურანტს კორონავირუსი დაუდასტურდა. 31 წლის სპორტსმენი “ბრუკლინ ნეტსის” იმ...
წაკითხვა
კალათბურთი

კორონავირუსის შემთხვევა “რეალშიც” დადასტურდა

მადრიდის “რეალის” ოფიციალური ვებ-გვერდი ადასტურებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც საკალათბურთო გუნდის ერთ-ერთ წევრს COVID-19 ტიპის კორონავ...
წაკითხვა
კალათბურთი

ოფიციალურად: ნაციონალურმა საკალათბურთო აოსციაციამ სეზონი შეაჩერა

მსოფლიოში კორონავირუსი სახელად COVID-19 მძვინვარებს. პანდემიის ხასიათის მიღების შემდეგ დედამიწის თითქმის ყველა ქვეყანა პარალიზების რეჟიმზე […]...
წაკითხვა
კალათბურთი

თორნიკე შენგელიას ბრწყინვალე თამაში ბოლო წამზე და გამარჯვება ევროლიგაში (ვიდეო)

6 მარტს, თორნიკე შენგელიას “ბასკონია” ევროლიგაში გერმანულ “ალბას” დაუპირისპირდა და მეტოქე დაძაბულ ორთაბრძოლაში, 73:72 დაამარცხ...
წაკითხვა
კალათბურთი

თად მაკფადენი: “ევროპაში ნებისმიერი გუნდის დამარცხება შეგვიძლია”

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების წევრმა, თად მაკფადენმა სერბეთის ნაკრებთან გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც იცით, 2021 […]...
წაკითხვა
კალათბურთი

ილიას ზუროსმა: “ძალიან მიხარია, რომ არ დავნებდით და ვიბრძოლეთ”

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ილიას ზუროსმა სერბეთთან გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც იცით, საქართველომ […]...
წაკითხვა
კალათბურთი

სანდრო მამუკელაშვილმა “სეტონ ჰოლს” ბოლო წამზე მოაგებინა – ემოციური კომენ

სანდრო მამუკელაშვილის “სეტონ ჰოლმა” ზედიზედ ორ მატჩში განცდილი მარცხის შემდეგ “ბატლერს” უმასპინძლა და მეტოქე 74:72 […]...
წაკითხვა
კალათბურთი

სამქულიანების კონკურსი | All Star 2020 (ვიდეო)

16 თებერვალს, NBA All Star-ის უიქენდის ფარგლებში 3-ქულიანების კონკურსი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა დევის ბერტანსმა, დევინ […]...
წაკითხვა