ოლიმპი საქართველოს ჩემპიონია

თარიღი: მაისი 12, 2015

20-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებული დამსახურებულად გახდა გუნდი „ოლიმპი“. ლევან ქარაბაქისა და ირაკლი მაისურაძის გაწვრთნილმა გუნდმა რეგულარული ჩემპიონატიც და პლეი ოფიც ერთი ამოსუნთქვით გაიარა, ხოლო ფინალურ სერიაში „სოხუმს“ 2 მატჩის ჯამში სძლია და საჩემპიონო ტიტულიც დაისაკუთრა.

„სოხუმმა“ თამაში კარგად დაიწყო და საწყისი 16-17 წუთის განმავლობაში ლიდერობდა. სოხუმელთა უპირატესობამ მეორე მეოთხედში 10 ქულასაც გადააჭარბა და რომ არა ოლიმპელთა გამართული თამაში, დიდი შანსი იყო, სერიაში ანგარიში გათანაბრებულიყო.

პირველი მეოთხედის 19:31 წაგების შემდეგ ოლიმპელებმა თამაში დაალაგეს და ჯერ ჩამორჩნა გააბათილეს, მეორე პერიოდის მიწურულს წინაც გავიდნენ. შეუჩერებელი იყო არჩილ პულუზაშვილი, რომელიც ფარქვეშ ყოჩაღობდა, ხოლო კახა ტომარაძე სამწამიანშიც წარმატებით შედიოდა და სოხუმელებს ბურთებს პერიმეტრიდანაც უგდებდა.

მეორე პერიოდი ოლიმპელებმა 35:14 მოიგეს და დიდი შესვენებისთვის 9 ქულით დაწინაურდნენ. მეორე ტაიმში „სოხუმი“ გატყდა. როგორც გამოჩნდა, მთელი ძალა და ენერგია სოხუმელებმა პირველ ტაიმს შეალიეს და დარჩენილ დროში ფავორიტ „ოლიმპს“ წინააღმდეგობა ვეღარ გაუწიეს.

საბოლოოდ „ოლიმპმა“ 107:85 მოიგო და ჩემპიონი გახდა. ტურნირზე დაწესებული იყო ტრაგიკულად დაღუპული რაჟიკო დარბაიძის თასი, რომელიც ტურნირის საუკეთესო მოთამაშეს, „ოლიმპის“ კაპიტან კახა ტომარაძეს გადაეცა. ტომარაძე თასით დარბაიძის დედამ, ქალბატონმა ლალი აბესაძემ დააჯილდოვა.

ოლიმპელთა კაპიტანმა საჩემპიონო მატჩი 34 ქულით დაასრულა, ხოლო არჩილ პულუზაშვილს 20 ქულა და 13 მოხსნა დაუგროვდა. 14 ქულა დაგროვდა დავით ლომიძის ანგარიშზე. „სოხუმში“ 19-19 ქულით ირაკლი ჯანხოთელი და კოტე ბიწაძე გამოირჩნენ. ამ უკანასკნელმა 10 მოხსნაც მიითვალა და ორმაგ დუბლს უწია.

მატჩის შემდეგ გამართულ დაჯილდოვების ცერემონიალზე ჩემპიონი „ოლიმპი“ ვეტერანთა დახმარების ფონდის მიერ დაწესებული ილარიონ ხაზარაძისა და გურამ მინაშვილის სახელობის თასით წარსულში ცნობილმა კალათბურთელებმა – ანტონ კაზანჯიანმა და ვალერი ლომაძემ დააჯილდოვეს. ჩემპიონი გუნდის კაპიტან კახა ტომარაძეს კი საჩემპიონო თასი კალათბურთის ეროვნული ფედერაციის საშეჯიბრო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ალეკო პეტრიაშვილმა გადასცა. ფინალის მონაწილე ორივე გუნდს ფედერაციის მიერ დაწესებული შესაბამისი მედლები და სიგელები გადაეცათ.

ლევან ქარაბაქი (“ოლიმპის” მთავარი მწვრთნელი): წლევანდელი სეზონის ჩვენთვის ძალიან კარგი იყო, გამომდინარე იქედან, რომ სხვა გუნდებთან შედარებით უკეთესად გამოვიყურებოდით, ეს კი დაუღალავი ვარჯიშისა და შრომის შედეგი იყო.  რაც შეეხება დღევანდელ შეხვედრას, თავიდან მატჩი  კარგად დავიწყეთ, შემდეგ კი მეტოქემ მოუმატა თამაშს. საბედნიეროდ მობილიზება მოვახდინეთ და ჩემპიონის ტიტული მოვიპოვეთ.

კახაბერ ტომარაძე (“ოლიმპის” კალათბურთელი, საუკეთესო მოთამაშე):  პირველ ნახევარში გქვონდა გარკვეული ხარვეზები, თუმცა მაქსიმალურად შევეცადეთ და მესამე პერიოდში თამაშის ბედი გადავწყვიტეთ. რაც შეეხება  საუკეთესო კალათბურთელის ტიტულს, ეს  ჩემთვის დიდი პატივია და ძალიან ბედნიერი ვარ.   დიდი მადლობა ჩემს თანაგუნდელებს,  რომ არა ისინი, ამ საპატიო პრიზს ვერ მოვიპოვებდი.

მსგავსი სიახლეები
კალათბურთი

თორნიკე შენგელია: “რუსეთში ისეთივე კეთილი ადამიანები ცხოვრობენ, როგორიც საქართველოში

მოსკოვის ცსკა-ს ახალწვეულმა, თორნიკე შენგელიამ ინტერვიუ მისცა News.ru-ს. ჟურნალისტმა ქართველ კალათბურთელს შეკიხვები მოსკოვურ კლუბში ტრანსფერზე, [&hell...
წაკითხვა
კალათბურთი

ლებრონ ჯეიმსს თავში ბურთი გაარტყეს – ლებრონის რეაქცია (ვიდეო)

13 სექტემბერს, “ლოს ანჯეჯელს ლეიკერსმა” “ჰიუსტონ როკეტსი” 119:96 დაამარცხა. შეხვედრის მიმდიანრეობისას, ერთ-ერთ ეპიზოდში ოსტინ ...
წაკითხვა
კალათბურთი

გოგა ბითაძე: “როცა ლებრონ ჯეიმსს დავაფარე, ცუდი რაღაც მივაძახე”

“ინდიანა პეისერსის” ცენტრმა, გოგა ბითაძემ აგვისტოში “ლოს ანჯელეს ლეიკერსის” წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში ლებრონ ჯეიმსთან დაპ...
წაკითხვა
კალათბურთი

ვიქტორ სანიკიძე და დავით კაჭარავა ქართული ოცნების საარჩევნო სიაში მოხვდნენ

“პოლიტიკურმა გაერთიანება ქართულმა ოცნებამ” საპარლამენტო სიის პირველი ოცეული წარადგინა და მათ შორის, ორი სპორტსმენია. საქართველოს […...
წაკითხვა
კალათბურთი

საქართველომ ესტონეთი კაჭარავას გოლით დაამარცხა

საქართველომ უეფას ერთა ლიგის 2020/21 წლების სეზონის ესტონეთთან სტუმრად გამარჯვებით დაიწყო. საქართველომ მეტოქე ნიკა კაჭარავას […]...
წაკითხვა
კალათბურთი

ჯეიმს ჰარდენმა “ლეიკერსთან” გამარჯვების საიდუმლო გაამხილა

გამთენიისას ორლანდომ “ლოს-ანჯელეს ლეიკერსისა” და “ჰიუსტონ როკეტსის” დიდებულ დაპირისპირებას უმასპინძლა. სერიის პირველ მატჩში ბრ...
წაკითხვა
კალათბურთი

გოგა ბითაძესთან შეჯახების შემდეგ, დერიკ ჯონსმა მძიმე ტრავმა მიიღო (ვიდეო)

15 აგვისტოს, NBA-ში გოგა ბითაძის “ინდიანა პეისერსი” “მაიამი ჰიტს” დაუპირისპირდა და მეტოქე 109:92 დაამარცხა. შეხვედრის [&hellip...
წაკითხვა
კალათბურთი

თორნიკე შენგელიას მწვრთნელი კორონავირუსით დაინფიცირდა

მოსკოვის საკალათბურთო კლუბ “ცსკა”-ს მთავარ მწვრთნელ დიმიტრის იტუდისს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას თავად სპეციალისტი ადასტურებს. 4...
წაკითხვა
კალათბურთი

გოგა ბითაძემ ლებრონ ჯეიმსს დაუფარა (ვიდეო)

გამთენიისას გოგა ბითაძის “ინდიანა პეისერსი” ლებრონ ჯეიმსის “ლოს ანჯელეს ლეიკერსს” დაუპირისპირდა. შეხვედრა “პეისერსისR...
წაკითხვა
კალათბურთი

ვიქტორ სანიკიძე: “ცსკა” ევროლიგის მოგების მთავარი ფავორიტია”

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ყოფილი წევრი და “არისის” მოქმედი სპორტული დირექტორი, ვიქტორ სანიკიძე, თვლის, რომ თორნიკე […]...
წაკითხვა
კალათბურთი

ლებრონ ჯეიმსი: “კარანტინში ყოფნისას ყველაზე მეტად დედა მენატრებოდა”

კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული კარანტინის თავისებურებებსა და ცხოვრების ახალ სტილზე პრესასთან ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის “მეფედ̶...
წაკითხვა
კალათბურთი

როგორ მიულოცეს თანაგუნდელებმა გოგა ბითაძეს დაბადების დღე (ვიდეო)

20 ივლისს “ინდიანა პეისერსის” ქართველი კალათბურთელი, გოგა ბითაძე 21 წლის გახდა. თანაგუნდელებმა მას დაბადების დღე […]...
წაკითხვა
კალათბურთი

ანანიძე: “სპორტი და პოლიტიკა უნდა გაიმიჯნოს, შენგელია კარიერაზე ფიქრობს”

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ნახევარმცველი ჯანო ანანიძე რუსულ გამოცემა Sport24-ს თორნიკე შენგელიას მოსკოვის ცსკა-ში ტრანსფერთან დაკავშირებით [&hell...
წაკითხვა
კალათბურთი

რასელ უესტბრუკს კორონავირუსი დაუდასტურდა

“ჰიუსტონ როკეტსის” გამთამაშებელმა, რასელ უესტბრუკმა, თავად დაადასტურა, რომ კორონავირუსის ტესტზე დადებითი პასუხი მიიღო. “ორლანდოში გუ...
წაკითხვა