ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტმა საქართველოს დელეგაციას ბოდიში მოუხადა

თარიღი: ივლისი 19, 2021

საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის დიდი ჯგუფი ტოკიოში ჩავიდა და ოლიმპიურ სოფელში დაბინავდა. ქართველმა ოლიმპიელებმა ტოკიოს ნარიტას აეროპორტში შეუფერხებლად გაიარეს ყველა აუცილებელი პროცედურა, ჩააბარეს კოვიდ-ტესტიც, მაგრამ ხუთ საათზე მეტი ხნის განმავლობაში აეროპორტში იმყოფებოდნენ და დანიშნულების ადგილას დაგვიანებით, გამთენიისას მივიდნენ.

საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის ცნობით, ოლიმპიადის სატრანსპორტო სამსახურმა დროულად ვერ უზრუნველყო მათი გადმოყვანა ოლიმპიურ სოფელში. ამის გამო, საქართველოს ოლიმპიური მისიის ხელმძღვანელებმა განმარტების მისაღებად საორგანიზაციო კომიტეტს მიმართეს. საორგანიზაციო კომიტეტმა საქართველოს დელეგაციას ბოდიში მოუხადა. მათი თქმით, აეროპორტი მგზავრთა ნაკადებით გადატვირთული იყო, რასაც თან ტექნიკური ხარვეზები დაერთო და მსგავსი პრობლემები სხვა ქვეყნის დელეგაციებსაც შეექმნათ.

საქართველოს ოლიმპიური მისიის ხელმძღვანელმა ელგუჯა ბერიშვილმა განაცხადა, რომ ამ გაუგებრობის გამო სპორტსმენების დღის წესრიგი შეიცვალა.

„ძალოსნებმა დღის პირველ ნახევარში დანიშნული ვარჯიშის საღამოსთვის გადაიტანა გვთხოვეს, დაკორექტირდა სხვა სახეობების წარმომადგენელთა გეგმებიც. ჩვენი დელეგაციის წევრებმა უკვე ოლიმპიურ სოფელშიც ჩააბარეს კოვიდ-ტესტები და ასე გაგძელდება მთელი ოლიმპიადის განმავლობაში. მოგეხსენებათ, პანდემიის გამო, დაწესებულია საკმაოდ მკაცრი რეგულაციები, თუმცა ამისთვის ყველანი მზად ვართ. აქტიური კომუნიკაცია გვაქვს იაპონიაში საქართველოს საქმეთა დროებით რწმუნებულთან, საგანგებო და სრულუფლებიან დესპანთან თეიმურაზ ლეჟავასთან. საჭიროების შემთხვევაში, ჩვენი საელჩო მზადყოფნას გამოთქვამს აღმოგვიჩინოს ყველა საჭირო დახმარება.

ქართველ სპორტსმენთაგან ოლიმპიურ სოფელში პირველი დაბინავდა სანდრო ბაზაძე, რომელიც თავის ფრანგ მწვრთნელთან ერთად საფრანგეთიდან ჩამოფრინდა. სანდრო უკვე შეუდგა ვარჯიშს, უშუალოდ ოლიმპიურ შეჯიბრებაში კი 24 ივლისს უწევს გამოსვლა. იმავე დღეს იასპარეზებენ ძიუდოისტი ლუხუმ ჩხვიმიანი, მოკრივე ესკერხან მადიევი და მოცურავე ირაკლი რევიშვილი. სავარაოდოდ, 24-ში პირველ შეხვედრას გამართავს ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილიც. მანამდე კი, 23 ივლისს გაიმართება ოლიმპიური თამაშების გახსნის საზეიმო ცერემონია. ჩვენი ორივე მედროშე – ნინო სალუქვაძე და ლაშა ტალახაძე უკვე ტოკიოში არიან,” – ციტირებს ელგუჯა ბერიშვილის სიტყვებს სეოკ-ის ოფიციალური ვებ-გვერდი.

ფოტო: საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი

მსგავსი სიახლეები
ოლიმპიადა ტოკიო 2020

ვინ იქნება ხვალ – 26 ივლისი ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე

ხვალ, 26 ივლისს, ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს დელეგაციის ხუთი წარმომადგენელი იასპარეზებს. მედლების მოპოვებას შეეცდებიან ძიუდოისტები, [&hellip...
წაკითხვა
ოლიმპიადა ტოკიო 2020

მარგველაშვილი: “ჩემი მიზანი ოლიმპიური ჩემპიონობაა და ამას ავისრულებ!”

ვაჟა მარგველაშვილმა ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ვერცხლის მედლის მოპოვების შემდეგ კომენტარი გააკეთა. ვაჟამ მიღწეული წარმატება მიულოცა […]...
წაკითხვა
ოლიმპიადა ტოკიო 2020

ლაშა გუჯეჯიანი: “გულის სიღრმეში დაუკმაყოფილებლობის გრძნობა დამრჩა”

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლაშა გუჯეჯიანმა ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ვაჟა მარგველაშვილის ასპარეზობის დასრულების შემდეგ [&hel...
წაკითხვა
ოლიმპიადა ტოკიო 2020

ვაჟა მარგველაშვილმა ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე პირველი შეხვედრა მოიგო (ვიდეო)

ვაჟა მარგველაშვილი – იაკუბ შამილოვი (რუსეთის ოლიმპიური კომიტეტი) იხილეთ ვიდეო...
წაკითხვა
ოლიმპიადა ტოკიო 2020

სანდრო ბაზაძე: “ყველაფერს გავაკეთებ, რომ ამ მსაჯებს პასუხი გავცე”

ქართველმა მოფარიკავემ, სანდრო ბაზაძემ განაცხადა, რომ ის ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ოქროს მედლის მოსაპოვებლად მზად იყო, […]...
წაკითხვა
ოლიმპიადა ტოკიო 2020

ზაზა ნადირაძე: “ცუდია, როცა ვიღაც ნამუსისგან მოშორებული მსაჯი გიწყვეტს შედეგს”

ქართველმა ნიჩბოსანმა, ზაზა ნადირაძემ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე 24 ივლისს განვითარებულ […]...
წაკითხვა
ოლიმპიადა ტოკიო 2020

“არ ვიცი, ეს რატომ მოხდა” – ბილოდიდის ცრემლები ბრინჯაოს მედლის მოპოვების

24 ივლისს, ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე უკრაინის ძიუდოისტთა ნაკრების წევრმა, -48 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე დარია […]...
წაკითხვა
ოლიმპიადა ტოკიო 2020

ვარლამ ლიპარტელიანმა ლუხუმ ჩხვიმიანი გაამხნევა (ფოტო)

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების კაპიტანმა, ვარლამ ლიპარტელიანმა ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ძიუდოს პირველი სატურნირო დღის დასრულების შემდეგ […]...
წაკითხვა
ოლიმპიადა ტოკიო 2020

მარიამ იმნაძე ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ვეღარ იასპარეზებს

საქართველოს ოლიმპიური ნაკრების წევრი, მოცურავე მარიამ იმნაძე ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ვეღარ იასპარეზებს. 20 წლის სპორტსმენს […]...
წაკითხვა
ოლიმპიადა ტოკიო 2020

“ქვეყანა მისით ამაყობს!” – მაკრონმა ლუკა მხეიძეს მედლის მოპოვება მიულოცა

საფრანგეტის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი სოციალური ქსელის საშუალებით ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ლუკა მხეიძის წარმატებას გამოეხმაურა. ლუკა […]...
წაკითხვა
ოლიმპიადა ტოკიო 2020

ვინ იქნება ხვალ – 25 ივლისი ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე

ხვალ, 25 ივლისს, 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს დელეგაციის ხუთი წევრი იასპარეზებს. ქართველების საშეჯიბრო […]...
წაკითხვა
ოლიმპიადა ტოკიო 2020

სანდრო ბაზაძემ მსოფლიოს პირველი ნომერი დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა! (ვიდეო)

ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ქართველი ხმლით მოფარიკავე სანდრო ბაზაძე ნახევარფინალში მსოფლიოს პირველ ნომერს, კორეელ სანგუკ ოჰს […]...
წაკითხვა