“ოლიმპიაკოსი”, “ცრვენა ზვეზდა” და “დინამო ზაგრები” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში ითამაშებენ
27 აგვისტოს ცნობილი გახდა იმ პირველი სამი კლუბის ვინაობა, რომლებმაც ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპი წარმატებით დაძლიეს და ჯგუფური ეტაპის საგზურიც მოიპოვეს.
ბერძნულმა “ოლიმპიაკოსმა” პლეი-ოფში “კრასნოდარის” ბარიერის დაძლევა შეძლო, რომელმაც თავის მხრივს, მცირე სასწაული გამოაცხო და “პორტუ” გააგდო. “ოლიმპიაკოსმა” კი “ვიქტორია პლზენისა” (4-0) და “ბასაკსეჰირის” (3-0) ბარიერები დაძლია ორმატჩიან დაპირისპირებებში.
შვეიცარულ “იანგ ბოიზმა” ძალიან დიდი ბრძოლა შესთავაზა ბელგრადის “ცრვენა ზვეზდას”. ორივე შეხვედრა ფრედ დასრულდა (2:2, 1:1), თუმცა იმ განსხვავებით, რომ სერბებმა გასვლაზე უფრო მეტი გოლი გაიტანეს – შედეგად, ჯგუფშიც “ცრვენა ზვეზდა” იასპარეზებს.
ზემოთ ხსენებულ ეტაპზე იასპარეზებს ზაგრების “დინამოც”, რომელმაც მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის “საბურთალოს” გამოგდება შეძლო. პლეი-ოფში ხორვატული კლუბის მეტოქე “რუსენბორგი” გახლდათ, რომელიც შინ 2:0 დაამარცხა, გასვლაზე კი გუნდებმა 1:1 ითამაშეს.
დღეს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დარჩენილი სამი ვაკანტური ადგილიც შეივსება – “აიაქსი” შინ “აპოელს” ეთამაშება (0:0), “ბრიუგე” გასვლაზე მოპოვებული უპირატესობის შენარჩუნებას (0-1) შეეძლება “ლასკთან”, ხოლო პრაღის “სლავია” გასვლაზე გატანილი ერთადერთი გოლით დაწინაურებულ პოზიციაში მყოფი შეხვდება “კლუჟს”.