“ოლიმპიაკოსის” ულტრასებმა “ბაიერნის” ფანები დაასისხლიანეს (ვიდეო)
22 ოქტომბერს 19-წლამდელთა ჩემპიონთა ლიგის მატჩში, სადაც ერთმანეთს “ოლიმპიაკოსისა” და “ბაიერნის” ახალგაზრდული გუნდები დაუპირისპირდნენ, უსიამოვნო ინციდენტი დაფიქსირდა.
შეხვედრის 83-ე წუთზე, როდესაც ბერძნები გერმანელებთან 0-4 მარცხდებოდნენ, დაახლოებით 50 ფანისგან შემდგარმა ულტრასების ჯგუფმა “ბაიერნის” ფანთა სექტორზე მიიტანა იერიში.
“ოლიმპიაკოსის” ულტრასების ეს შეტევა ორი-სამი წუთის განმავლობაში გრძელდებოდა. ულტრასებმა “ბავარიელთა” ფანების სექტორში ცეცხლმოკიდებული ნივთები ისროლეს. სექტორში რამდენიმე ხელკეტებით შეიარაღებული ფანიც შეიჭრა და სტუმარი გულშემატკივრები დაასისხლიანეს.
ჯერჯერობით უცნობია, თუ რა რეაგირებას მოახდენს უეფა მომხდარზე.
Ξεφτίλα ρε σε αγώνα νέων #OLYFCB #OlympiacosFC pic.twitter.com/PWyHrdi280
— Ορέστης (@orestis_113) October 22, 2019
Olympiacos hooligans attacking Bayern fans with sticks and fireworks during the youth game between the two teams..
Another proud moment for Evangelos Marinakis' club (an owner accused of drug trafficking and facing match-fixing trial)#olyfcb #OlympiacosFC pic.twitter.com/DPR9hp5H96— paragkarxis (@EOrganwsi) October 22, 2019