“ოლიმპიაკოსს” გარიგებულ მატჩებში მონაწილეობის გამო მეორე ლიგაში დაქვეითება ემუქრება

თარიღი: აპრილი 25, 2020

ბერძნული კლუბები “ოლიმპიაკოსი” და “ატრომიტოსი” გარიგებულ მატჩებში მონაწილეობის გამო შესაძლოა მეორე დივიზიონში დააქვეითონ. ინდივიდუალური სასჯელი ემუქრებათ საბერძნეთის ფეხბურთის ფედერაციის ყოფილ მაღალჩინოსნებსა და “ოლიმპიაკოსის” მფლობელ ევანგელოს მარინაკისს. ამის შესახებ ბერძნული მედია იუწყება.

ორ კლუბსა და 15 პირს ბრალი ედებათ საბერძნეთის ფეხბურთის ფედერაციის კოდექსის 27-ე მუხლით, რაც საბუკმეიკერო მიზნით მატჩის შედეგის მანიპულაციას გულისხმობს. ბრალდება საბერძნეთის ფეხბურთის ფედერაციის ეთიკის კომიტეტმა შეადგინა, ხოლო საქმე იურიდიულ კომიტეტშია გადაგზავნილი.

საბერძნეთის ფეხბურთის ფედერაციის კოდექსის თანახმად, გარიგებულ მატჩში მონაწილეობის გამო კლუბები შესაძლოა ქვედა ლიგაში დაქვეითებითა და სამი მილიონი ევროს ოდენობის ჯარიმით დაისაჯონ, ხოლო გარიგების მონაწილეები სამუდამო დისკვალიფიკაციით ისჯებიან.

ეჭვის ქვეშ დგას “ოლიმპიაკოსს” და “ატრომიტოსს” შორის 2015 წლის თებერვალში გამართული შეხვედრა, რომელიც მასპინძელთა გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა.

ცნობისათვის, “ოლიმპიაკოსის” მფლობელი ევანგელოს მარინაკასი ინგლისის ჩემპიონშიფის ბინადარ “ნოტინგემ ფორესტსაც” ფლობს. მარინაკასის გარდა ბრალი ედებათ: “ატრომიტოსის” პრეზიდენტ გიორგიოს სპანოსს, საბერძნეთის ფეხბურთის ფედერაციის ყოფილ პრეზიდენტ გიორგიოს სარისს, ფედერაციის ყოფილ ვიცე-პრეზიდენტ არისტიდის სტატოპულოსსა და ორგანიზაციის სამ ოფიციალურ პირს, ექვს ყოფილ მსაჯს და “ატრომიტოსის” ყოფილ თავკაც რიკარდუ სა პინტუს.

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

ცნობილია საკლუბო მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყანა

ცნობილი ხდება საკლუბო მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყანა. Sports Illustrated-ის ინფორმაციით, ტურნირი, რომელიც 2021 წლის დეკემბერში […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ვალბუენა: “უკვე ექვსი წელია ვიცდი, საქმეს ბოლომდე მივიყვან”

მატიე ვალბუენას შანტაჟის თემაზე ვერსალში სასამართლო პროცესი დაიწყო. როგორც იცით, “ოლიმპიაკოსის” ამჟამინდელი ფეხბურთელი კარიმ ბენზემას [&he...
წაკითხვა
ფეხბურთი

გამარჯვების აღნიშვნისას “ვიტესის” ფანების ტრიბუნა ჩამოინგრა (ვიდეო)

სოციალურ ქსელში არნემიდან საზარელი კადრები გავრცელდა, სადაც ჩანს, თუ როგორ ჩამოინგრა “ვიტესის” ფანების ტრიბუნა გამარჯვების […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ირლანდიაში მეკარე მოედნიდან თანაგუნდელის ცემის გამო გააძევეს (ვიდეო)

ირლანდიაში უმაღლეს ჩემპიონატში მომხდარმა ეპიზოდმა სოციალური ქსელებში დიდი გამოხმაურება ჰპოვა. “გლენტორანის” მეკარემ მეორე გოლის გაშვების [...
წაკითხვა
ფეხბურთი

ვან გალი კონფერენციის ლიგის გაუქმებას ემხრობა

ნიდერლანდების ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლუი ვან გალი შეცდომად მიიჩნევს უეფას მესამე საკლუბო ტურნირის – […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

კლატენბურგი: “ქალებმა მსაჯობასა და ფეხმძიმობას შორის არჩევანი უნდა გააკეთონ”

პრემიერ ლიგის ყოფილმა მსაჯმა, მარკ კლატენბურგმა, პრესასთან საუბრისას ქალი მსაჯების წინაშე არსებულ სირთულეებზე გაამახვილა ყურადღება. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

კოპა ლიბერტადორესზე ბრაზილიული ფინალი შედგება

კოპა ლიბერტადორესზე ნახევარფინალური ეტაპის განმეორებითი მატჩები დასრულდა და ფინალისტების ვინაობაც ცნობილი გახდა. ყველაზე პრესტიჟული სამხრეთ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ადეიემიმ მიულერის რეკორდი გააუმჯობესა

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში “ზალცბურგმა” დაძაბულ ბრძოლაში საფრანგეთის მოქმედი ჩემპიონი “ლილი” ანგარიშით 2:1 [&h...
წაკითხვა
ფეხბურთი

35 წლის ფალკაომ ლა ლიგის ზედიზედ მესამე მატჩში გაიტანა (ვიდეო)

ლა ლიგის მეშვიდე ტურის მატჩში “რაიო ვალეკანომ” დამაჯერებლად შეძლო “კადისის” დამარცხება (3-1) და მორიგი სამი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ყველაზე ცუდი 15 წამი ფეხბურთში – რა მოხდა თურქეთის ჩემპიონატში? (ვიდეო)

“გენჩლერბირლიგი” – “ბოლუსფორი” pic.twitter.com/tw9PyYDZS5 — Out Of Context Football (@nocontextfooty) September 26...
წაკითხვა
ფეხბურთი

პუტინს რუსეთში მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარება კიდევ ერთხელ სურს

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი, მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის კიდევ ერთხელ მასპინძლობის იდეაზე ფიქრობს. როგორც იცით, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ყატარი მუნდიალზე მონაწილები ფეხბურთელების სავალდებულო ვაქცინირებას ითხოვენ

გავლენიანი უცხოური გამოცემა The Athletic საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც ყატარის წარმომადგენლები 2022 წლის მსოფლიო […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ხამეს როდრიგესი ყატარში მიდის

ლივერპულის “ევერტონის” ნახევარმცველი ხამეს როდრიგესი კარიერას ყატარში გააგრძელებს. 30 წლის კოლუმბიელი ფეხბურთელი “ალ-რაიანის” ...
წაკითხვა
ფეხბურთი

რუსეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი “ფეისბუქს” უჩივის

რუსეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი და დღესდღეობით ვოლგოგრადის “როტორის” მთავარი მწვრთნელი დმიტრი ხოხლოვი “ფეისბუქს” უჩივის. რო...
წაკითხვა
ფეხბურთი

სასწაული გოლი ბრაზილიის სერია B-ში (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო Olha o GOLAÇO marcado pelo atacante Jackson, do Sampaio Corrêa. pic.twitter.com/gm7Lf3IIdr — Gols […]...
წაკითხვა