ოლიმპიელ ფეხბურთელთა სიმბოლური ნაკრები

თარიღი: აპრილი 17, 2018

საფეხბურთო მსოფლიო ჩემპიონატამდე ორი თვით ადრე საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა (IOC) თავის ოფიციალურ მიკრობლოგზე იმ ფეხბურთელთა სიმბოლური გუნდის სია გამოაქვეყნა, რომლებსაც სხვადასხვა დროს ოლიმპიური მედლები მოუპოვებიათ.

სიმბოლური ოლიმპიური ნაკრები ასე გამოიყურება:

მეკარე: ლევ იაშინი (სსრკ);
მცველები: კარლეს პუიოლი (ესპანეთი), ხავიერ მასკერანო (არგენტინა), მარსელო (ბრაზილია);
ნახევარმცველები: ფერენც პუშკაში (უნგრეთი), ჩავი (ესპანეთი), ანდრეა პირლო (იტალია), რონალდინიო (ბრაზილია);
თავდამსხმელები: ლიონელ მესი (არგენტინა), სამუელ ეტოო (კამერუნი), ნეიმარი (ბრაზილია).

მსგავსი სიახლეები