ოლიმპიელთა პირველი ჯგუფი რიო დე ჟანეიროში გაემგზავრა

თარიღი: ივლისი 26, 2016

26 ივლისს გამთენიას საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის პირველი ნაკადი რიო დე ჟანეიროში გაემგზავრა.

ქართველი სპორტსმენები ოლიმპიურ თამაშებზე რამდნიმე ეტაპად მიემგზავრებიან, პირველები კი რიოში მწვრთნელებთან და ფედერაციის წარმომადგენლებთან ერთად, ძიუდოისტები, ტყვიის მსროლელები, მშვილდოსნები, მძლეოსნები, მოცურავეები, ბატუტზე მხტომელი, ტანმოვარჯიშე, მოფარიკავე და ძალოსანთა ნაწილი წავიდნენ.

საქართველოს ოლიმპიური გუნდი კომპანია “ლუფტჰანზათი” გაფრინდა მიუნჰენში, იქიდან კი რამდენიმე საათში ფრანკფურტის გავლით დელეგაცია რიო დე ჟანეიროსკენ აიღებს გეზს. ოლიმპიელები რიოს ოლიმპიურ სოფელში დაბინავდებიან და ოლიმპიადის დაწყებამდე დასკვნით შეკრებებს სწორედ იქ გაივლიან. ოლიმპიურ სოფელში საქართველოს დროშის აღმართვის ცერემონიალი 2 აგვისტოს 09:30 წუთზე გაიმართება, გახსნის ცერემონიალი კი 5 აგვისტოს “მარაკანას” სტადიონზე ჩატარდება.

ყველაზე ადრე თამაშებში მშვილდოსნები ჩაებმებიან, რომლებსაც 4 აგვისტოს ოფიციალური ვარჯიში ექნებათ, 5-ში კი, ოლიმპიადის გახსნის საზეიმო ცერემონიალამდე რამდენიმე საათით ადრე, საკვალიფიკაციო ეტაპი იწყება. 6 აგვისტოდან თამაშებში ძიუდოისტები, ტყვიის მსროლელები და ჩოგბურთელები ჩაებმებიან.

რიოსკენ 4 აგვისტოს აიღებენ გეზს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები, ძალოსნები და ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი, ოლიმპიადაზე 8 აგვისტოს გაფრინდებიან თავისუფალი სტილით მოჭიდავეები, ასევე კანოეთი მოასპარეზე ზაზა ნადირაძე.

რიო დე ჟანეიროს ოლიმპიურ თამაშებში საქართველოს 39 სპორტსმენი წარმოადგენს სპორტის 13 სახეობაში. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ოლიმპიადაზე პირველად გვეყოლებიან სპორტსმენები ქალთა ძიუდოში, კანოესა მარათონში, 1996 წლის შემდეგ მონაწილე არ გვყოლია ფარიკაობაში, ხოლო 2000 წლიდან მხატვრულ ტანვარჯიშში. ოლიმპიურ თამაშებზე 39 სპორტსმენი სარეკორდო მაჩვენებელია დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში.

მერვე ოლიმპიადაზე გამოვა ტყვიის მსროლელი ნინო სალუქვაძე, მეოთხე ოლიმპიადაზე – მშვილდოსანი ხათუნა ნარიმანიძე, მესამეზე – ბატუტზე მხტომელი ლუბა გოლოვინა და მშვილდოსანი ქრისტინე ესებუა. ოლიმპიური თამაშების ყველაზე ახალგაზრდა მონაწილეა ნინო სალუქვაძის შვილი, 18 წლის ტყვიის მსროლელი ცოტნე მაჭავარიანი. ოლიმპიური თამაშების ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როცა სპორტსმენის სტატუსით მონაწილეობს დედა და შვილი.

ჩვენს ოლიმპიურ დელეგაციაში 2 ოლიმპიური ჩემპიონია (ნინო სალუქვაძე 1988, ლაშა შავდათუაშვილი 2012), საქართველოს მედროშე გახსნის ცერემონიალზე ძიუდოში მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ავთანდილ ჭრიკიშვილი იქნება.

5 აგვისტოდან ოლიმპიური თამაშებიდან პირდაპირ ტრანსლაციებს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი გადასცემს.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

პოლ სქოულზი – საუკეთესო მეტოქე, საუკეთესო სტადიონი, ინგლისის ნაკრები

“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილმა ნახევარმცველმა პოლ სქოულზმა A goal in One-ის პოდკასტში სხვადასხვა საინტერესო თემებზე ისაუბრა. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

როგორი ავტომობილით მივიდა მარკუს რეშფორდი ვარჯიშზე (ფოტო)

რამდენიმე დღის წინ, “მანჩესტერ იუნაიტედის” ვარჯიშზე მარკუს რეშფორდი თავისი ახალი ავტომობილით Mercedes-AMG G63-ით მივიდა. ბრიტანული [&helli...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჯონ ტერი პრემიერ ლიგის ისტორიაში საუკეთესო ცენტრალური მცველია (Squawka)

საფეხბურთო ანალიტიკური პორტალი Squawka პრემიერ ლიგის ისტორიის საუკეთესო ცენტრალური მცველების რეიტინგს აქვეყნებს. სიის სათავეში ლონდონის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

პრემიერ ლიგის სეზონი 17 ივნისს განახლდება

ბრიტანეთში ფეხბურთის განახლებასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება მიიღეს – პრემიერ ლიგის 2019/20 წლების სეზონი 17 ივნისს […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

რეიტინგი — რომელმა ფეხბურთელებმა ჩაატარეს ყველაზე კარგად ჩემპიონთა ლიგის ფინალები?

ავტორიტეტულმა სპორტულმა პორტალმა Squawka-მ ჩემპიონთა ლიგის ამ საუკუნის ფინალურ მატჩებში ცალკეულ ფეხბურთელთა ყველაზე შთამბეჭდავი თამაშები […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ტედი შერინგემი: “მანჩესტერ იუნაიტედმა” პოგბა უნდა გაუშვას”

“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილი თავდამსხმელი ტედი შერინგემი თვლის, რომ გუნდი პოლ პოგბას უნდა შეელიოს. “როდესაც ჩვენს […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

როდის განახლდება პრემიერლიგა? ახალი თარიღი ცნობილია

ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშების განახლება 12 ივნისს იყო დაგეგმილი, თუმცა ეს მოვლენა, სავარაუდოდ, გადაიდება. ამ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ალეგრის ტოპ-კლუბებისგან შემოთავაზებები აქვს

“მილანისა” და ტურინის “იუვენტუსის” ყოფილ თავკაც მასიმილიანო ალეგრის ერთწლიანი პაუზის შემდეგ სამწვრთნელო კარიერის განახლება სურ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“მან ცხვირი გამიტეხა” – რაიან გიგზმა კარიერის ყველაზე რთული მეტოქე დაასა

“მანჩესტერ იუნაიტედის” ლეგენდამ, რაინ გიგზმა განაცხადა, რომ მისი კარიერის ყველაზე რთული მეტოქე მილანის “ინტერის” ლეგენდარული [...
წაკითხვა
ფეხბურთი

პრემიერ ლიგაში კორონავირუსის კიდევ ორი შემთხვევა დაფიქსირდა

პრემიერ ლიგის ოფიციალური ვებ-გვერდი 19, 21 და 22 მაისს ჩატარებული კორონავირუსის ტესტის შედეგებს ასაჯაროვებს. როგორც […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჯანი სანჩოს: “მანჩესტერ იუნაიტედის” “ბორუსიაზე” წინ დაყენების მიზე

დორტმუნდის “ბორუსიას” ჰავბეკმა, ემრე ჯანმა, პრესაში ბოლო დროს ჯეიდონ სანჩოს ტრანსფერთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. [&...
წაკითხვა
ფეხბურთი

პრემიერ ლიგაში კორონავირუსის ექვსი შემთხვევა დადასტურდა

ინგლისის პრემიერ ლიგის ოფიციალური ვებ-გვერდი ჩემპიონატის მონაწილე კლუბებში ჩატარებულ კორონავირუსის ტესტირების შედეგებს აქვეყნებს. რამდენადაც ჩვენთვის ...
წაკითხვა
ფეხბურთი

პრემიერლიგის გუნდები ხვალიდან ვარჯიშს დაიწყებენ

დღეს ინგლისის პრემიერლიგის კლუბთა წარმომადგენლების ვიდეოკონფერენცია შედგა. კლუბებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი ვარჯიშის განახლებას. გუნდები მცირე [&hellip...
წაკითხვა
ფეხბურთი

როდის განახლდება მთავარი საფეხბურთო ტურნირები?

კორონავირუსული პანდემიის გამო სპორტული მოვლენები მთელი მსოფლიოს მასშტაბით შეჩერებულია, თუმცა ფეხბურთი ნელ-ნელა იწყებს ძალების მოკრებას […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ნანი: “ფერგიუსონმა მე და გიგზი გასახდელში მოგვკლა”

“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილმა ფეხბურთელმა, ლუიშ ნანიმ 2010 წელს “ფულჰემის” წინააღმდეგ გამართული შეხვედრა გაიხსენა. როცა ანგარ...
წაკითხვა