ოლიმპის იოლი გამარჯვება მაქაბისთან (მატჩისშემდგომი კომენტარები)

თარიღი: დეკემბერი 23, 2014

საქართველოს 20-წლამდელთა ჩემპიონატის 1 მატჩს უმასპინძლა საკალათბურთო აკადემიამ, სადაც ერთმანეთს გათამაშების ერთ-ერთი ლიდერი „ოლიმპი“ და „მაკაბი“ შეხვდნენ. მაკაბელებს ისევ აკლიათ გუნდის ლიდერი მაიზერ რევაზაშვილი, ასევე, მთავარი მწვრთნელი მიხეილ ხუხაშვილი, რის გამოც ნებისმიერ მეტოქესთან თამაში უჭირთ.

ასე იყო დღევანდელ შეხვედრაშიც. „მაკაბი“ პერიოდულად ათამაშდებოდა ხოლმე, თუმცა ეს იმ ლიდერობის ფონზე ხდებოდა, რომელიც „ოლიმპმა“ მატჩის დასაწყისშივე მოიპოვა და თამაშის ბოლომდე შეინარჩუნა. მაკაბელთა გამონათება მხოლოდ ჩამორჩენის შემცირებას სწვდებოდა და საქმე თამაშის დაძაბვამდე არ მიდიოდა.

პირველი ტაიმის შემდეგ, მესამე მეოთხედში „ოლიმპის“ ლიდერობამ 20 ქულას გადააჭარბა, რასაც ბოლო მეოთხედში ლიდერის მოდუნება მოჰყვა. „მაკაბიმ“ 30:20 მოიგო ბოლო პერიოდი და ღირსეული ანგარიშით – 74:84 დამარცხდა.

გამარჯვებულთაგან საუკეთესო შედეგი არჩილ პულუზაშვილმა დააფიქსირა, რომელმაც „ოლიმპს“ 19 ქულა და 12 მოხსნა შესძინა. სამმაგ დუბლამდე მცირედი დააკლდა გიორგი გუგეშაშვილს, რომელმაც 12 ქულა, 9 მოხსნა და 9 პასი მიითვალა. „მაკაბიში“ ორი ორმაგი დუბლი დაფიქსირდა: დავით ქარციძემ 20 ქულა და 11 მოხსნა მიითვა, ხოლო თორნიკე გოგელაშვილმა – 19 ქულა და 10 მოხსნა.

20-წლამდელთა ჩემპიონატში მორიგი მატჩები ხვალ, საკალათბურთო აკადემიაში გაიმართება.

მატჩისშემდგომი კომენტარები

ლაშა ელბაქიძე(,,მაქაბის’’ მწვრთნელი): სამწუხაროდ, დავმარცხდით, თუმცა კარგი თამაში გამოვიდა. შეგვეძლო ამ შეხვედრის მოგება, მაგრამ ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვით როგორც დაცვაში, ისე თავდასხმაში. პერიმეტრიდანაც არ წაგვივიდა სროლები, თუმცა ამას მომავალში გამოვასწორებთ. მივულოცავ ,,ოლიმპს’’ დამსახურებულ გამარჯვებას.

ირაკლი მაისურაძე(,,ოლიმპის’’ მწვრთნელი): დღევანდელ თამაშში დაშვებულ შეცდომებს ჩემს თავზე ვიღებ, გუნდი ვერ განვაწყვე ისე, როგორც საჭირო იყო და სათანადო მითითებები ვერ მივეცი. ,,მაქაბი’’ სწრაფი და ხისტი გუნდია, როგორც აღმოჩნდა, არ ვიყავით ბოლომდე მზად და ამის გამო სტაბილურად დიდ უპირატესობას ვერ ვინარჩუნებდით. გვინდოდა, რომ იოლად მოგვეგო, რადგან ხვალ ,,აკადემიასთან’’ თამაშისთვის ძალებს ვინახავთ.  ეს არ გამოგვივიდა და ცოტა დაღლილები ვართ, მაგრამ იმედია ხვალაც მოვიგებთ.

u-20.ge

მსგავსი სიახლეები
კალათბურთი

გოგა ბითაძე ჯორჯ ჰილსა და კრის მიდლტონს დაუპირისპირდა – ინციდენტი NBA-ში (ვიდეო)

26 ოქტომბერს, NBA-ში ერთმანეთს გოგა ბითაძის “ინდიანა პეისერსი” და სანდრო მამუკელაშვილის “მილოუკი ბაქსი” დაუპირისპირდნენ. შეხვე...
წაკითხვა
კალათბურთი

მამუკელაშვილი ხევსურული ქუდით – ფოტოგრაფი ანტეტოკუნმპოა (ვიდეო)

“მილოუკი ბაქსის” გამთამაშებელმა ჯორჯ ჰილმა თანაგუნდელები საკუთარ რანჩოზე დაპატიჟა, სადაც სანდრო მამუკელაშვილიც იმყოფებოდა. ქართველი კალათბ...
წაკითხვა
კალათბურთი

სანდრო მამუკელაშვილის 12 ქულა “მაიამი ჰითის” წინააღმდეგ (ვიდეო)

სანდრო მამუკელაშვილმა NBA-ში მეორე მატჩი ჩაატარა. “მილუოკი ბაქსი” “მაიამი ჰითს” დაუპირისპირდა და 95:137 დამარცხდა. “მილო...
წაკითხვა
კალათბურთი

სანდრო მამუკელაშვილი “მილოუკი ბაქსში” ითამაშებს!

სანდრო მამუკელაშვილი NBA-ში, “მილოუკი ბაქსიში” ითამაშებს. ქართველი კალათბურთელი დრაფტზე 53-ე ნომრად “ინდიანა პეისერსმა” აირჩია...
წაკითხვა
კალათბურთი

სიგიჟე – რა გაუკეთეს კევინ დურანტს ტოკიოს ოლიმპიადის გახსნის ცერემონიალზე? (ვიდეო)

23 ივლიის, ტოკიოს ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიალი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა აშშ-ის ოლიმპიურმა ნაკრებმაც მიიღო. შუა […]...
წაკითხვა
კალათბურთი

“ღმერთო ჩემო, ბავშვები ფეხბურთზე უნდა შევიყვანო” – აიზეია ტომასი მესის ხ

30 ინივსს, ლიონელ მესის “ბარსელონასთან” კონტრაქტი ამოეწურა, რაც იმას ნიშნავს, რომ ის თავისუფალი აგენტი გახდა. […]...
წაკითხვა
კალათბურთი

ონილი: ‘როცა ხალხი უმუშევარია და შენ წელიწადში 200 მილიონს გამოიმუშავებ, არ უნდა იწუ

NBA-ს ლეგენდა შაკილ ონილი ლებრონ ჯეიმსის მიერ გაკეთებულ კომენტარს გამოეხმაურა. ლებრონმა თქვა, რომ სათამაშო კალენდარი […]...
წაკითხვა
კალათბურთი

აშშ-ის საკალათბურთო ნაკრების შემადგენლობა ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე

ამერიკის შეერთებული შტატების საკალათბურთო ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა ტოკიოს ოლიმპიური თამაშებისათვის შემადგენლობა დაასახელა. ამერიკელთა 12-კაციან გან...
წაკითხვა
კალათბურთი

საოცარი ფიზიკური ტრანსფორმაცია – როგორ გამოიყურება შაკილ ონილი ამჟამად (ფოტო)

ლეგენდარულმა ამერიკელმა კალათბურთელმა, შაკილ ონილმა ვარჯიში დაიწყო და ამჟამად შესანიშნავ ფორმაში იმყოფება. 49 წლის შაქს […]...
წაკითხვა
კალათბურთი

გიორგი შერმადინმა ქართველ გულშემატკივრებს მიმართა

“ტენერიფეს” ცენტრი გიორგი შერმადინის ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის 2020-2021 წლების საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. ჯილდოს მიღების შემდეგ, [&helli...
წაკითხვა
კალათბურთი

გიორგი შერმადინი ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო კალათბურთელად დასახელდა! (ფოტო, ვიდეო)

“ტენერიფეს” ცენტრი გიორგი შერმადინის ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის 2020-2021 წლების საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. ქართველმა ცენტრმა ...
წაკითხვა
კალათბურთი

“ტენერიფე” – “ბარსელონას” მატჩზე ქართული სიმღერა ჩაირთო (ვიდ

22 მაისს, ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატში “ტენერიფემ” საკუთარ კედლებში “ბარსელონა” მიიღო და 72:96 დამარცხდა. მატჩის მესამე ...
წაკითხვა
კალათბურთი

სტეფ კარი რეკლამაში ქართული ბრენდის ფეხსაცმლით გამოჩნდა (ფოტო, ვიდეო)

კალათბურთის ცოცხალმა ლეგენდამ სტეფ კარიმ ქართული ბრენდი CROSTY-ს ფეხსაცმელი კიდევ ერთხელ ჩაიცვა. ამჯერად ის ამერიკულ […]...
წაკითხვა
კალათბურთი

ორმაგი დუბლი – გოგა ბითაძის საუკეთესო მატჩი NBA-ში! (ვიდეო)

19 მაისს, NBA-ის აღმოსავლეთ კონფერენციის ფლეი-ინის შეხვედრაში გოგა ბითაძის “ინდიანა პეისერსმა” “შარლოტ ჰორნეტსს” უმასპინძლა და...
წაკითხვა