ოლიმპის იოლი გამარჯვება სოხუმთან (მატჩისშემდგომი კომენტარები)

თარიღი: დეკემბერი 3, 2014

დღეს საკალათბურთო აკადემიამ 20-წლამდელთა ჩემპიონატის ერთ მატჩს უმასპინძლა. მეორე შეხვედრა, „მგზავრები-არმია“ – „აკადემია“ გადაიდო და მომავალ კვირას, 19:45 საათზე გაიმართება.

 

რაც შეეხება გამართულ მატჩს, ის დიდად საინტერესო ვერ გამოდგა. მიზეზი ერთი გუნდის სოლიდური უპირატესობა გახლდათ. „ოლიმპმა“ „სოხუმს“ იოლად სძლია – 101:53.

პირველი ტაიმის შემდეგ არაფერი მოასწავებდა, რომ საბოლოოდ ასე დიდი სხვაობა დაფიქსირდებოდა. საწყისი პერიოდის 9:19 წაგების შემდეგ სოხუმელებმა თამაში გამოაკეთეს და დიდი შესვენებისთვის ჩამორჩენა ოდნავ შეამცირეს – 29:38. მესამე პერიოდში ყველაფერს წერტილი დაესვა. „ოლიმპმა“ შედეგიანად ითამაშა და ათწუთეულის 38:7 მოგებით შეხვედრაში გამარჯვებულის ვინაობა გაარკვია.

„ოლიმპში“ 24 ქულით ბომბარდირი არჩილ პულუზაშვილი გახდა, 16 ქულა დააგროვა კახა ტომარაძემ, ხოლო ფარქვეშ გამორჩეული სოსო გოგნაძემ 9 ქულა და 17 მოხსნა მიითვალა. სოხუმელთაგან 15 ქულით ვიტალი ცქიფურიშვილი გამოირჩა, ხოლო დიმიტრი ბობილევმა ორმაგი დუბლი – 13 ქულა და 10 მოხსნა დააგროვა.

20-წლამდელთა ჩემპიონატის მომდევნო მატჩი 5 დეკემბერს ქუთაისში გაიმართება, სადაც სათამაშოდ „აკადემია“ ჩავა.

 

მატჩისშემდგომი კომენტარები

 ლევან ქარაბაქი (“ოლიმპის” მთავარი მწვრთნელი): თავდაპირველად თამაში საკმაოდ გაგვიჭირდა. მოწინააღმდეგემ ზონური დაცვა დაგვიყენა და ბევრი ბური დავკარგეთ. მაგრამ შემდგომ ყველაფერი ჩვენს სასიკეთოდ წარიმართა. მოგვეცა საშუალება ყველა მოთამაშე გამოგვეყენებინა, რომლებმაც დავალებებს თავი კარგად  გაართვეს და მსურს ბიჭებს მადლობა გადავუხადო.

თემურ კანკია (“სოხუმის” მთავარი მწვრთნელი): მზად არ აღმოვჩნდით დღევანდელი თამაშისთვის. ძლიერი მეტოქე გვყავდა. თამაშში ვერ ჩავერთეთ  და შედეგიც სახეზეა – დიდი სხვაობით დავმარცხდით. მივულოცავ მეტოქეს  გამარჯვებას.

u-20.ge

მსგავსი სიახლეები
კალათბურთი

“ფორბსმა” 2020 წლის 10 ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენი დაასახელა

ამერიკულმა ფინანსურ-ეკონომიკურმა ჟურნალმა “ფორბსმა” 2020 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენების სია გამოაქვეყნა. ათეულს ჩოგბურთის ლ...
წაკითხვა
კალათბურთი

თორნიკე შენგელია: “ქართველი კაცი საქართველოს სახელით რომ გამოდის, ძალიან საშიში კაცი

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ლიდერმა და ესპანური “ბასკონიას” კაპიტანმა, თორნიკე შენგელიამ ინსტაგრამ გვერდ unguarded_bball-თან იმ ფაქტ...
წაკითხვა
კალათბურთი

როგორ გამოეხმაურა ჯიმი ბატლერი გერმანიის ბუნდესლიგის განახლებას (ფოტო)

16 მაისს გერმანიის საფეხბურთო ჩემპიონატი განახლდა. ბუნდესლიგა ევროპის ტოპ 5 ლიგიდან პირველია, რომელმაც კორონავირუსის ეპოქაში […]...
წაკითხვა
კალათბურთი

ანასტასია სიდორაკი – ულამაზესი კალათბურთელი უკრაინიდან (ფოტო)

ანასტასია სიდორაკი უკრაინელი კალათბურთელია, რომელიც “ფრანკოვსკას” რიგებში თამაშობს. იხილეთ მისი ფოტოები...
წაკითხვა
კალათბურთი

თორნიკე შენგელია “რეალში” ტრანსფერს უახლოვდება

ესპანური გამოცემები ბოლო დროს აქტიურად იწერებიან “ბასკონიას” ქართველი ვარსკვლავის, თორნიკე შენგელიას, შესაძლო ტრანსფერის შესახებ. ქართველი...
წაკითხვა
კალათბურთი

ტონი პარკერი 2023 წელს ფრანგული საფეხბურთო გრანდის პრეზიდენტი გახდება

“სან-ანტონიო სპურსისა” და საფრანგეთის საკალათბურთო ნაკრების ყოფილ გამთამაშებელ ტონი პარკერს დიდი სამომავლო გეგმები აქვს. როგორც […]...
წაკითხვა
კალათბურთი

ვან დეიკი ლებრონ ჯეიმსის პოსტს გამოეხმაურა

“ლოს ანჯელეს ლეიკერსის” კალათბურთელმა, ლებრონ ჯეიმსმა სოციალურ ქსელ Twitter-ში პოსტი გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ სეზონი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ცნობილი სპორტსმენები მძიმე ტრავმებისა და ოპერაციების შემდეგ (ფოტო)

რონალდო (ფეხბურთელი) რაიან მეისონი (ფეხბურთელი) ლინდსი ვონი (სამთო მოთხილამურე) ანხელ კორეა (ფეხბურთელი) ხუანფრანი (ფეხბურთელი) ფელიპე […]...
წაკითხვა
კალათბურთი

ბილ გეიტსი: “ხალხი სტადიონებზე არ ივლის, ჩვეულ ცხოვრებას მინიმუმ ორ წელში დავუბრუნდე

ამერიკელი ბიზნესმენი ბილ გეიტსი ამბობს, რომ კორონავირუსული პანდემიის გათვალისწინებით ხალხი სპორტულ არენებზე სიარულს დიდი ხნის […]...
წაკითხვა
კალათბურთი

ფაჩულია ბითაძეს: “შენ ამას 100 წელი არ იტყვი, ამიტომ შენ მაგივრად მე ვიტყვი…&#

ვეტერანმა ქართველმა კალათბურთელმა ზაზა ფაჩულიამ სოციალურ ქსელ ინსტაგრამში, პირდაპირ ეთერში “ინდიანა პეისერსის” ცენტრ გოგა ბითაძესთან [&hel...
წაკითხვა
კალათბურთი

ქართველ სპორტსმენს კორონავირუსი დაუდასტურდა

Covid-19 ერთ-ერთ ქართველ სპორტსმენს დაუდასტურდა. ამ ინფორმაციას “კურიერი” ავრცელებს, თუმცა სპორტსმენი ვინაობას არ ასახელებს. როგორც [&hell...
წაკითხვა
კალათბურთი

დონჩიჩი რონალდუსთან შეხვედრაზე: “ძალიან ვნერვიულობდი”

“დალას მავერიკის” ევროპელმა სუპერვარსკვლავმა, ლუკა დონჩიჩმა, რომელიც ჯერ სულ რაღაც 21 წლის გახლავთ, ის დრო […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

გადაიდება თუ არა ტოკიოს ოლიმპიური თამაშები?

კორონავირუსის გამო, მსოფლიოში არსებული თითქმის ყველა სპორტული ღონისძიება გადაიდო. ჯერ-ჯერობით არ არის დაზუსტებული, რა ბედი […]...
წაკითხვა
კალათბურთი

ლებრონ ჯეიმსმა ფავორიტი ფეხბურთელები დაასახელა

“ლოს ანჯელეს ლეიკერსის” კალათბურთელმა ლებრონ ჩეიმსმა ფავორიტი ფეხბურთელები დაასახელა. NBA-ს ვარსკვლავმა სოციალური ქსელის, Instagram-ის საშ...
წაკითხვა
კალათბურთი

“ბებერი ლომი” – გიორგი შერმადინი და თორნიკე შენგელია სახალისო გამოწვევაშ

კორონავირუსის გამო, სპორტსმენებს ვარჯიში სახლის პირობებში უწევთ. სახლში ვარჯიშით შემოიფარგლება თორნიკე შენგელიაც, რომელმაც აზიდვები შვილებთან [&hellip...
წაკითხვა