ოლიმპიურ კომიტეტში ოლიმპიადაზე გამგზავრების წინ ოფიციალური პრესკონფერენცია გაიმართა

თარიღი: ივლისი 21, 2016

21 ივლისს ოლიმპიურ კომიტეტში ზაფხულის XXXI ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის გამგზავრებასთან დაკავშირებული პრეს-კონფერენცია გაიმართა.

ჟურნალიტებს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი, პირველი ვიცე-პრეზიდენტი, მისიის ხელმძღვანელი ელგუჯა ბერიშვილი და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი შეხვდნენ და მათ ოლიმპიურ სამზადისსა და ასევე საქართველოს დელეგაციის რიო დე ჟანეიროში გამგზვარებისა და სპორტსმენთა გრაფიკისა თუ სხვა დეტალების შესახებ სრული ინფორმაცია მიაწოდეს.

რიო დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშებზე საქართველოს 39 სპორტსმენი გამოვა (მათ შორის 9 ქალია), რაც სარეკორდო მაჩვენებელია. ისინი წარმოადგენენენ სპორტის 13 სახეობას: ძიუდო (8 სპორტსმენი), თავისუფალი ჭიდაობა (6), ბერძნულ-რომაული ჭიდაობა (5), მძლეოსნობა (5), ძალოსნობა (3), მშვილდოსნობა (3), ტყვიის სროლა (2), ცურვა (2), ბატუტზე ხტომა (1), მხატვრული ტანვარჯიში (1), ფარიკაობა (1), ჩოგბურთი (1), კანოე (1).

ქართველ ოლიმპიელთა შორის 2 ოლიმპიური ჩემპიონია, 2 ოლიმპიური პრიზიორი, 4 მსოფლიოს ჩემპიონი, 19 ევროპის ჩემპიონი და პრიზიორი. ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის გამოცდილება აქვე 12 სპორტსმენს. მერვე ოლიმპიადაზე გამოვა ტყვიის მსროლელი ნინო სალუქვაძე, მეოთხე ოლიმპიადაზე – მშვილდოსანი ხათუნა ნარიმანიძე, მესამეზე – ბატუტზე მხტომელი ლიუბა გოლოვინა და მშვილდოსანი ქრისტინე ესებუა. ოლიმპიური თამაშების ყველაზე ახალგაზრდა მონაწილეა ნინო სალუქვაძის შვილი, 18 წლის ტყვიის მსროლელი ცოტნე მაჭავარიანი. ოლიმპიური თამაშების ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როცა სპორტსმენის სტატუსით მონაწილეობს დედა და შვილი.

ოლიმპიურ სოფელში იცხოვრებს დელეგაციის 76 წევრი. სოფელს გარეთ – 6 წევრი. საქართველოდან თამაშებზე აკრედიტებულია 17 ჟურნალისტი და ოპერატორი. 5 აგვისტოდან ოლიმპიური თამაშებიდან პირდაპირ ტრანსლაციებს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი გადასცემს.

ქართველი ოლიმპიელები ფიცს 23 ივლისს 10:00 საათზე ოლიმპიური პარკის ტერიტორიაზე დადებენ, დელეგაციის წევრები რიო დე ჟანეიროში რამდენიმე ნაკადად, 26 ივლისიდან გაემგზავრებიან, რიოს ოლიმპიურ სოფელში საქართველოს დროშის აღმართვის ცერემონიალი დაგგემილია 2 აგვისტოს 09:30 წუთზე, გახსნის ცერემონიალი კი 5 აგვისტოს სტადიონ “მარაკანაზე” ჩატარდება.

სამინისტროს პრესსამსახური

მსგავსი სიახლეები
სხვადასხვა

ნიკოლოზ ბასილაშვილის საცოლე გერმანელი სპორტსმენია (ფოტო)

საქართველოს პირველი ჩოგანი, ნიკოლოზ ბასილაშვილი გერმანელ სპორტსმენს, შარლოტა ჰელენს ხვდება. გავრცელებული ინფორმაციით, წყვილი უახლოეს ხანებში […...
წაკითხვა
სხვადასხვა

ადვოკატი: “ბასილაშვილის წარმატება დიდწილად მის ყოფილ ცოლთანაა დაკავშირებული”

ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი ცოლის ადვოკატებმა დღეს პრესკონფერენცია გამართეს, სადაც აღნიშნულ საქმეებზე მათი გადმოსახედიდან ისაუბრეს. “საზოგადოება...
წაკითხვა
სხვადასხვა

შოთა არველაძე ბასილაშვილზე: “მინდა, ამ რთულ მომენტში მხარდაჭერა გამოვუცხადო”

ტაშკენტის “ფახთაქორის” მთავარმა მწვრთნელმა, საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა, შოთა არველაძემ ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილა...
წაკითხვა
სხვადასხვა

ნიკოლოზ ბასილაშვილის განცხადება

ქართველმა ჩოგბურთელმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა სოციალური ქსელის საშუალებით განცხადება გაავრცელა. მსოფლიოს 27-ე ჩოგანი ყოფილ მეუღლესთან საჯარო […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ნიკოლოზ ბასილაშვილის ოჯახი განცხადებას ავრცელებს

ქართველი ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის ოჯახი განაცხადებას ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ნეკა დოროყაშვილზე ძალადობის შესახებ გავრცელებული...
წაკითხვა
სხვადასხვა

ბასილაშვილის ყოფილი მეუღლე: “მე და ჩემი შვილი ლამის სიცოცხლეს გამოვესალმეთ”

ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილმა მეუღლემ განაცხადა, რომ მოძალადე მხოლოდ მისი ყოფილი ქმარი არ არის და ის […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ნიკოლოზ ბასილაშვილს 100 000-ლარიანი გირაო შეეფარდა

ნიკოლოზ ბასილაშვილის სასამართლო პროცესი დასრულდა. ქართველ ჩოგბურთელს 100 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. ბასილაშვილი 22 მაისს დააკავეს. […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ნიკოლოზ ბასილაშვილი დააკავეს (ფოტო)

საქართველოს პირველი ჩოგანი, ნიკოლოზ ბასილაშვილი დაკავებულია. ამ ინფორმაციას “რადიო თავისუფლება” ავრცელებს. ამ წუთებში თბილისის საქალაქო [&...
წაკითხვა
სხვადასხვა

ლევან საგინაშვილი ბავშვის წინააღმდეგ (ვიდეო)

მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონმა და TOP 8-ის მოქმედმა ჩემპიონმა, ლევან საგინაშვილმა სოციალურ ქსელ TikTok-ში სახალისო ვიდეო […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი სპორტსმენი ტაილანდური კრივიდან (ფოტო)

ალმა ჯუნიკუ ავსტრალიელი სპორტსმენია. ის ტაილანდური კრივის მებრძოლია და ორგანიზაცია One Championship-ში გამოდის. ალმა მსოფლიოს […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

53 წლის მაიკ ტაისონი საოცარ ფორმაშია (ფოტო, ვიდეო)

ლეგენდარული მაიკ ტაისონი ამჟამად შესანიშნავ ფორმაში იმყოფება. 53 წლის ვეტერანმა მოკრივემ კრივში დაბრუნება დააანონსა. ჩინურ […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ავთანდილ ჭრიკიშვილს რთული ოპერაცია ჩაუტარდა

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრს, ავთანდილ ჭრიკიშვილს რთული ოპერაცია ჩაუტარდა. 29 წლის სპორტსმენის მეუღლემ სოციალურ ქსელში […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

“ბოდიში, ისეთივე ჭკვიანი რომ არ ვარ, როგორც შენ” – ხაბიბის პასუხი კომენტ

UFC-ის დაღესტნელმა ვარსკვლავმა, ხაბიბ ნურმაგომედოვმა სოციალურ ქსელში იმ გულშემატკივარს უპასუხა, რომელმაც კორონავირუსს “სიცრუე” უწოდა. როგო...
წაკითხვა
სხვადასხვა

გიგა ჭიკაძემ ედსონ ბარბოზა გამოიწვია

UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, გიგა ჭიკაძემ ედსონ ბარბოზას სოციალური ქსელის საშუალებით მიმართა და ის გამოიწვია. ბარბოზა […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ირვინ რივერას პოსტი სოციალურ ქსელში გიგა ჭიკაძესთან მარცხის შემდეგ

UFC-ს მებრძოლმა, ირვინ რივერამ გიგა ჭიკაძესთან განცდილი მარცხის შემდეგ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა. როგორც იცით, […]...
წაკითხვა