ოლიმპიურ კომიტეტში სამი წიგნის პრეზენტაცია მოეწყო

თარიღი: დეკემბერი 20, 2016

საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში დღეს სამი წიგნის – „ქართველები რიოში”, „ლაშა ტალახაძე”, „ვლადიმერ ხინჩეგაშვილი” – პრეზენტაცია გაიმართა.

ჟურნალისტებს, სპორტული ფედერაციების წარმომადგენლებს, ვეტერან სპორტსმენებს და გულშემატკივრებს ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა, სეოკ-ის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა და ხსენებული წიგნების რედაქტორმა ელგუჯა ბერიშვილმა, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილემ შალვა გოგოლაძემ და რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადის ჩემპიონებმა ლაშა ტალახაძემ და ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა უმასპინძლეს.

„ქართული სპორტისთვის 2016 წელი განსაკუთრებით წარმატებული გამოდგა და მიხარია, რომ განვლილი თორმეტი თვე ამ სამი ლამაზი გამოცემით შეჯამდა. მსურს მადლობა გადავუხადო პროექტის ავტორებს მშვენიერი წიგნებისთვის და ვისურვებ მომდევნო, ტოკიოს ოლიმპიადის შემდეგ ოლიმპიურ გამოცემებს კიდევ არაერთი წიგნი შეემატოს”, – განაცხადა ლერი ხაბელოვმა. მანვე ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის სპონსორები და მხარდამჭერები, ის ორგანიზაციები, რომლებმაც განვლილ ოლიმპიურ ციკლში სეოკ-ს სხვადასხვა სახის დახმარება გაუწიეს, სპეციალური პრიზებით დააჯილდოვა.

„ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს ასეთი წესი აქვს: ყოველი ოლიმპიური ციკლი შესაბამისი გამოცემით უნდა შეჯამდეს. ფოტოალბომი „ქართველები რიოში” ოლიმპიადაზე საქართველოს წარმომადგენელთა გამოსვლას, თამაშების დღეებს ეძღვნება, ოქროსმედალოსნების შესახებ დაწერილი წიგნები კი ჩვენი ოლიმპიური სერიიდანაა, რომელიც ახლა უკვე 36 წიგნს ითვლის. აქვე ვიტყვი, რომ უკვე ვმუშაობთ ფილმებზე, რომლებიც ლაშა ტალახაძესა და ვლადიმერ ხინჩეგაშვილს მიეძღვნებათ”, – განაცხადა პროექტის ხელმძღვანელმა ელგუჯა ბერიშვილმა.

ფოტოალბომში „ქართველები რიოში” ოლიმპიადაზე სპორტული ფოტოკორესპონდენტების თამარ ყულუმბეგაშვილის და ლაშა კუპრაშვილის გადაღებული ფოტოებია თავმოყრილი.

„ლაშა ტალახაძის” ავტორი სპორტული ჟურნალისტი ოთარ მაღლაკელიძეა. მისთვის ეს მეოთხე წიგნია სერიიდან „ქართველი ოლიმპიური ჩემპიონები”. რაც შეეხება „ვლადიმერ ხინჩეგაშვილს”, მისი ავტორი ჟურნალისტი ვასილ ბალახაძეა, რომლისთვისაც ეს პირველი წიგნია.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური

მსგავსი სიახლეები
სხვადასხვა

ნიკოლოზ ბასილაშვილის ახალი პარტნიორი – ემპორიო არმანი (ფოტო)

საქართველოს პირველ ჩოგანს, ნიკოლოზ ბასილაშვილს ამიერიდან არმანის სპორტული ხაზი EA7 შემოსავს. ქართველმა ჩოგბურთელმა იტალიურ ბრენდთან […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

დათუნაშვილი: “საქართველოში რომ დავრჩენილიყავი, სპორტისათვის თავი დანებებული მექნებოდ

სერბეთის ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრმა, ზურაბ დათუნაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოში დარჩენის შემთხვევაში, მას სპორტისათვის [&he...
წაკითხვა
სხვადასხვა

მოირიგი აღიარება – მერაბ დვალიშვილი TOP 10-შია!

ქართველი მებრძოლი მერაბ დვალიშვილი UFC-ის მსუბუქი წონის რეიტინგში ოთხი საფეხურით დაწინაურდა და მე-8 ადგილზე გადავიდა. […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

დათუნაშვილი: “საქართველოში ბევრი პრობლემა მქონდა”

სერბეთის ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრმა, ზურაბ დათუნაშვილმა ჭიდაობის საერთაშორისო ორგანიზაციის ოფიციალურ ვებ-გვერდს კომენტარი მისცა...
წაკითხვა
სხვადასხვა

ადამიანი წარმოუდგენელი მონაცემებით – როგორ გამოიყურება მისი კისერი? (ფოტო)

რუბიელ მოსკერა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კოლუმბიელი ბოდიბილდერია. ბოლო რამდენიმე კვირაა უცხოურ გამოცემებში მის შესახებ ბევრი […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ზურაბ დათუნაშვილმა ჩაკვეტაძე დაამარცხა და ოლიმპიური თამაშების ლიცენზია მოიპოვა (ვიდეო)

8 მაისს, სოფიაში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე სერბეთის ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრი, 87კგ წონით კატეგორიაში […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

“ეს სიგიჟეა!” – UFC-ის მებრძოლი აწონვებზე (ვიდეო)

9 მაისს UFC-ში რაიან ბენუასა და ზარუხ ადაშევს შორის გასამართი შეხვედრა გაუქმდა. ამის მიზეზი ისაა, […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

რა თანხა გამოიმუშავეს ქართველმა ძიუდოისტებმა ყაზანის გრან სლემზე?

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ყაზანის გრან სლემზე 10 სპორტსმენით იასპარეზა და მედლის მოპოვება სამ წონით კატეგორიაში […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

“შეგირცხვა ნამუსი!” – რუსს რუსეთში ქართველთან მოაგებინეს (ვიდეო)

7 მაისს, ყაზანის გრან სლემზე, -100კგ წონით კატეგორიაში, ბრინჯაოს მედლისათვის შეხვედრაში ონისე სანებლიძე რუსეთის ნაკრების […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ზელანდიელი ტრანსგენდერი ძალოსანი ოლიმპიურ თამაშებზე იასპარეზებს

ზელანდიელი ძალოსანი ლორელ ჰაბარდი ახლოსაა ოლიმპიურ თამაშებზე ისტორია დაწეროს და პირველი ტრანსგენდერი სპორტსმენი გახდეს, რომელიც […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ლიანა ჯოჯუა, კორტესი, ვანზანტი – MMA-ს ლამაზმანების ფოტოები

შერეულ ორთაბრძოლებს ჰყავს ისეთი მებრძოლები, რომლებიც გარდა თავისი სპორტული უნარებისა, გამოირჩევიან გარეგნობით და სოციალურ ქსელებში […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

კრახი სოფიაში – ოლიმპიურ თამაშებზე მხოლოდ სამი მოჭიდავით

დღეს, საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების სამმა წევრმა ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებამდე ბოლო სალიცენზიო ტურნირზე, სოფიაში […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ჩხვიმიანმა ყაზანის გრან სლემი მოიგო – ლუხუმმა ფინალში რუსეთის ნაკრების წევრი დაამარც

5 მაისს, ლუხუმ ჩხვიმიანმა რუსეთის გრან სლემი მოიგო. ქართველი ძიუდოისტი რუსეთში გამართული ტურნირის ფინალში რუსეთის […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

“ერთადერთი, რაც ლუკასს შენთან აქვს საერთო, მხოლოდ გვარია” – ნეკა დოროყაშ

4 მაისს, ნიკოლოზ ბასილაშვილმა სოციალურ ქსელ Facebook-ში პოსტი გამოაქვეყნა და შვილს დაბადების დღე მიულოცა. “ჩემი […]...
წაკითხვა