ოლიმპიური ჩემპიონი რობერტ შავლაყაძე გარდაიცვალა
ლეგენდარული ქართველი მძლეოსანი, რომის ოლიმპიური თამაშების გამარჯვებული, სიმაღლეზე მხტომელი რობერტ შავლაყაძე 86 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას საქართველოს მძლეოსნობის ეროვნული ფედრაცია ავრცელებს.
რობერტ შავლაყაძე 1933 წლის 1 აპრილს თბილისში დაიბადა. ის იყო პირველი ევროპელი მძლეოსანი, რომელმაც ოლიმპიურ თამაშებზე (რომი, იტალია 1960 წელი) ამერიკელი სიმაღლეზე მხტომელი დაამარცხა, შედეგით – 2.16 სმ.
ლეგენდარული მძლეოსანი იყო ოლიმპიური თამაშების მონაწილე (1964, ტოკიო, IV-V ადგილი), ევროპის ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (1962), სსრკ ჩემპიონი (1964), სოციალისტური ქვეყნების თამაშებში შვიდგზის გამარჯვებული (1957-63), ძმები ზნამენსკების საერთაშორისო ტურნირის ხუთგზის ჩემპიონი (1958-62), `გიგანტთა მატჩში (აშშ-სსრკ) გამარჯვებული (1959), სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი.
Fanebi.Com უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებსა და მეგობრებს.