„ოლიმპმა“ „ბათუმთან“ სოლიდურად წააგო, „დინამომ“ „მგზავრებს“ სძლია
დღეს საქართველოს სუპერლიგის 2015/16 წლების სეზონის რეგულარული ჩემპიონატის მეორე ტურის მატჩები გაიმართა.
პირვლე მატჩში „ოლიმპი“ „ბათუმს“ შეხვდა და 19 ქულით – 71:90 დამარცხდა. პირველი მეოთხედი „ოლიმპმა“ 4 ქულით, 19:15 მოიგო, დიდი შესვენების წინ ბათუმელებმა სხვაობა 2 ქულით შეამცირეს (37:35). მესამე და ბოლო მეოთხედები კი ბათუმელებმა მოიგეს.
საუკეთესო „ოლიმპის“ მხრიდან 21 ქულით 7 მოხსნითა და 3 ასისტით კახაბერ ტომარაძე იყო. „ბათუმის“ რიგებიდან 22 ქულითა და 22 მოხსნით აკაკი დვალიშვილი გამოირჩა.
„ოლიმპი“ – „ბათუმი“ 71-90 (19-15, 18-20, 23-27, 15-19)
ყველაზე დაბალშედეგიანი „დინამოსა“ და „მგზავრების“ შეხვედრა გამოდგა, რომელშიც გუნდებმა, ჯამში, 90 ქულა ჩააგდეს. აღნიშნული მატჩი „დინამოელთ“ გამარჯვებით“, 48:42 დასრულდა.
სათქმელია, რომ „დინამოდან“ ათ-ათი ქულა ერთდროულად სამმა კალათბურთელმა (შარაბიძემ, უილიამსმა და მაკალპინმა) დააგროვა. ყველაზე მეტი ქულა (16) მატჩში „მგზავრების“ ფორვარდმა კახაბერ ჯინჭარაძემ მიითვალა.
„დინამო“ – „მგზავრები“ 48-42 (9-9, 14-9, 9-12, 16-12)
დანარჩენი ორი მატჩის შედეგი:
„აკადემია“ – „სოხუმი“ 71-90 (10-24, 19-25, 15-23, 27-18)
„ქუთაისი“ – „რუსთავი“ 86-75 (19-31, 29-16, 14-11 , 24-17)