“ოლიმპმა” ” რუსთავს” მოუგო
საკალათბურთო სუპერლიგის 21-ე ტური თბილისის სპორტის ახალ სასახლეში გრძელდება.
“რუსთავსა” და “ოლიმპს” შორის მატჩი “ოლიმპის” გამარჯვებით, 71:65 დასრულდა.
პირველ მეოთხედში რუსთაველები 13 ქულითაც იგებდნენ, თუმცა ” ოლიმპმა” მდგომარეობის გამოსწორება და სხვაობის შემცირება.შეძლო, მეორე მეოთხედში კი ივატინის გუნდს სამქულიანების ჩაგდებაც გამოუვიდა, რომელთა შორის ყველაზე აღსანიშნავი ლაშა ფარღალავას სამიანი იყო. შედეგად, შესვენების წინ ” ოლიმპი” ქულით დაწინაურდა (37:36).
ამ პერიოდში “ოლიმპიდან” 12 ქულით საუკეთესო ლაშა ფარღალავა იყო, რომელსაც 12 ქულა ჰქონდა, “რუსთავიდან” 16 ქულით გაჩეშა გამოირჩა.
მესამე მეოთხედში “ოლიმპმა” სამქულიანების ჩაგდება გააგრძელა, აღსანიშნავია ლესლი სმიტის ზუსტი სროლები. ” ოლიმპი” ბოლო წუთზე 4 ქულით იგებდა (53:49), თუმცა ჩოჩუამ თავის ზუსტი სამქულიანით სხვაობა ერთ ქულამდე შეამცირა.
ბოლო მეოთხედში “რუსთავმა” უპირატესობა ვერ დაიბრუნა.
“ოლომპიდან” 22 ქულით საუკეთესი ფარღალავა იყო, სმიტმა კი მხოლოდ 1 ქულით ნაკლები დააგროვა.
“რუსთავიდან” 23 ქულითა და 13 მოხსნით ტურპინი გამოირჩა.
შემდეგი მატჩი ამავე დარბაზში 16:00 საათზე დაიწყება, ერთმანეთს “მგზავრები” და “აკადემია” შეხვდებიან.
ოლიმპი” – “რუსთავი” 71:65
დღის მეორე მატჩში მგზავრემა აუტსაიდერ აკადემიას ადვილად, ანგარიშთ 91:77 მოუგეს.