„ოლიმპმა“ სატურნირო ცხრილში მეზობელ „მგზავრები-არმიას“ მოუგო
დღეს საქართველოს სუპერლიგის მორიგი მატჩები გაიმართა. სპორტკოპლექს „არენაში“ „ოლიმპი“ სატურნირო ცხრილში მეზობელ „არმია-მგზავრებს“ შეხვდა. მატჩის გამარჯვებული სატურნირო ცხრილში მეექვსე ადგილზე ავიდოდა.
თამაში თავიდანვე „ოლიმპის“ უპირატესობით დაიწყო, რაც ანგარიშზეც აისახა. პირველი მეოთხედის მიმდინარეობისას გია კაზანჯიანის გუნდი 8 ქულით იგებდა, თუმცა ბოლოს „არმია-მგზავრების“ მოთამაშეებმა სხვაობის მინიმუმამდე შემცირება შეძლეს და მეორე მეოთხედის დაწყების წინ ტაბლოზე ანგარიში 19:20 დაფიქსირდა. მეორე მეოთხედი მსგავსი სცენარით მიმდინარეობა, დაწინაურება ანატოლი ბერიშვილის გუნდმა ვერც ამჯერად შეძლო. დიდი შესვენების წინ „ოლიმპი“ 7 ქულით – 42:49 დაწინაურდა.
საინტერესო მესამე მეოთხედიც გამოდგა, რომელშიც სტუმრებმა მეტოქის უპირატესობის შემცირების ნაცვლად, უკან კიდევ ერთი ქულით აღმოჩნდნენ – 59:67. ბოლო მეოთხედში „ოლიმპი“ 12 ქულითაც დაწინაურებულა. „არმია-მგზავრები“ მხოლოდ შეხვედრის დასრულებამდა 50 წამით ადრე გააქტიურდნენ, როდესაც სხვაობა სამ ქულამდე შეამცირეს, რითაც მოგების იმედი გაუჩნდათ. ამის მიუხედავად, დარჩენილ დროში კაზანჯიანის გუნდმაც მოუმატა და, საბოლოოდ, ანგარიშით 79:84 მოიგო.
გამარჯვებულთა რიგებში მარკო დუიკოვიჩი გამოირჩა, რომელმაც 25 დააგროვა, ხოლო „არმია-მგზავრების“ რიგებში საუკეთესო 24 ქულით მერაბ ბოქოლიშვილი აღმოჩნდა.
„არმია-მგზავრები“ – „ოლიმპი“ 79:84 (19:20; 23:29; 17:18; 20:17)
„არმია-მგზავრები“: ბოქოლიშვილი (24 ქ. 2 მ . 2 ა.), ჩაჩიბაია (18 ქ. 3 მ.), მაკინლი (16 ქ. 12 მ. მ.), ათანელიშვილი (12 ქ. 11 მ. 1 ა.), ჯექსონი (5 ქ. 5 მ. 2 ა.), ზაქრაძე (2 ქ. 1 მ. 1 ა.)
„ოლიმპი“: დუიკოვიჩი (25 ქ. 20 მ.), ნოსკოვი (17 ქ. 9 მ.), აბულაძე (13 ქ.), გოგოძე (9 ქ. 1 მ.), ტომარაძე (4 ქ. 4 მ.), ლობჯანიძე (4 ქ. 2 მ. 3 ა.), ბაქრაძე (3 ქ. 2 მ.)
სხვა მატჩების შედეგები:
27 თებერვალი
„ბათუმი“ – „შსს აკადემია“ 84:83
„ქუთაისი“ – „სოხუმი“ 94:82
„რუსთავი“ – „დინამო“ 81:91