ოფიციალურად: ადამ ბოგდანი “ლივერპულის” ფეხბურთელია
რამდენიმე წუთის წინ, “ლივერპულის” ოფიციალურმა ვებ-გვერდმა დაადასტურა ინფორმაცია, ზაფხულის მესამე ტრანსფერის გაფორმების შესახებ.
ახალწვეულია “ბოლტონის” 27 წლის უკვე ექს-მეკარე, ადამ ბოგდანი, რომელიც 1 ივლისს, მერსისაიდულ გუნდს უფასოდ, თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება.
უნგრელი მეკარე “წითლების” მესამე ოფიციალური შენაძენია მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე. მათ მოახერხეს ჯეიმს მილნერისა და დენი ინგსის გაფორმება. აქვე დავამატებთ, რომ ისინიც უფასოდ აიყვანეს.