ოფიციალურად: ანდრეი შევჩენკო იტალიურ ფეხბურთს დაუბრუნდა
“ჯენოას” ოფიციალური ვებ-გვერდი ადასტურებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც ანდრეი შევჩენკო ამიერიდან გენუელთა მთავარი მწვრთნელი იქნება. შევჩენკო ზემოხსენებულ პოსტზე დავიდე ბალიარინის შეცვლის.
შეგახსენებთ, რომ უკრაინელი სპეციალისტი 1999-2006 და 2008-09 წლების სეზონში “მილანში” თამაშობდა. სამწვრთნელო კარიერის ზენიტი კი მისთვის ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა გახლდათ უკრაინის ნაკრების თავკაცის პოსტზე.
ამ დროისთვის “ჯენოა” იტალიის სერია A-ს სატურნირო ცხრილში მე-18 პოზიციას იკავებს 12 მატჩში დაგროვებული 9 ქულით. მიმდინარე სეზონში მათ მხოლოდ ერთი გამარჯვების მოპოვება შეძლეს, ქულების უმეტესობა კი ფრეებით აქვთ მოპოვებული.
🔴🔵 Andriy #Shevchenko è il nuovo allenatore del Genoa. Benvenuto, mister!
🇺🇸🇬🇧 @jksheva7 is the new Genoa head coach.
🇺🇦 #Шевченко
📝 https://t.co/dYPIG2X5fp pic.twitter.com/oxYMb2kcLc
— Genoa CFC (@GenoaCFC) November 7, 2021