ოფიციალურად: აფელაი “ოლიმპიაკოსში” ითამაშებს
“ბარსელონას” ნახცევარმცველი იბრაჰიმ აფელაი იჯარის წესით ბერძნულ “ოლიმპიაკოსში” ითამაშებს. საიჯარო პერიოდი 1 წლის ვადით განისაზღვრება.
შეგახსენებთ, რომ ჰოლანდიელი ფეხბურთელი “ბარსელონაში” 2011 წელს პსვ-დან გადავიდა. ამ ხნის განმავლობაში აფელაიმ კატალონიური გუნდის ფორმით მხოლოდ 35 მატჩი ჩაატარა. 2011 წელს ჰოლანდიელმა ნახევარმცველმა სერიოზული ტრავმა მიიღო, რის შემდეგაც მოედანს 2012 წლის აპრილში დაუბრუნდა. იმავე წლის ზაფხულში აფელაი “შალკეში” გაასხვისეს.
გასულ სეზონში 28 წლის ფეხბურთელი “ბარსელონაში” დაბრუნდა, თუმცა მხოლოდ ორ ოფიციალურ მატჩი მიიღო მონაწილეობა. აფელაის კატალონიურ კლუბთან კონტრაქტი 2015 წლის 30 ივნისს ეწურება, რის შემდეგაც შესაძლოა “ოლიმპიაკოსის” სრულუფლებიან წევრად იქცეს.