ოფიციალურად: არტურო ვიდალი “ბარსელონაში” ითამაშებს

თარიღი: აგვისტო 3, 2018

კატალონიის “ბარსელონამ” და მიუნხენის “ბაიერნმა” არტურო ვიდალის ტრანსფერთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს – ინფორმაციას კლუბების ვებ-გვერდები ადასტურებენ.

ვიდალი “ბარსელონაში” სამედიცინო შემოწმებას გაივლის, რის შემდეგაც კლუბთან 3-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.

“მადლობა “ბაიერნსა” და მის ყველა ფანს. მიუნხენში გატარებული დრო შესანიშნავი იყო. ასევე, მინდა, კლუბს მადლობა იმისთვისაც გადავუხადო, რომ მათ “ბარსელონაში”, ახალი გამოწვევების მიღების საშუალება მომცეს”, – აცხადებს ვიდალი.

გავრცელებული ინფორმაციით, “ბარსელონამ” “ბაიერნს” ჩილელი ფეხბურთელის სანაცვლოდ 18 მილიონი ევრო გადაუხადა. 31 წლის ნახევარმცველი სეზონში, ხელფასის სახით 9 მილიონ ევროს მიიღებს.

მსგავსი სიახლეები