ოფიციალურად: “ბაიერნმა” ნიკო კოვაჩი დაითხოვა

თარიღი: ნოემბერი 4, 2019

მიუნხენის “ბაიერნმა” გუნდის მთავარი მწვრთნელი, ნიკო კოვაჩი დაითხოვა.

ხორვატი სპეციალისტი ბავარიულ კლუბში 2018 წელს მივიდა და გერმანიის ჩემპიონატთან ერთად, თასი და სუპერთასიც მოიგო.

ბუნდესლიგის გასულ ტურში “ბაიერნი” ფრანქფურტის “აინტრახტთან” 1:5 დამარცხდა. მიუნხენელები ბუნდესლიგის ცხრილში მეოთხე ადგილს იკავებენ. სწორედ ესაა ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც ხელმძღვანელობამ კოვაჩის გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო.



მსგავსი სიახლეები