ოფიციალურად: “ბარსელონამ” რონალდ კუმანი გაათავისუფლა
ლა ლიგის მეათე ტურში კატალონიის “ბარსელონა” გასვლაზე “რაიო ვალეკანოსთან” მინიმალური ანგარიშით დამარცხდა. მატჩიდან რამდენიმე საათში “ბლაუგრანას” ოფიციალურმა ვებ-გვერდმა რონალდ კუმანის განთავისუფლების შესახებ ოფიციალური განცხადება გააკეთა.
ლა ლიგაში განცდილი ზედიზედ მეორე მარცხის შემდეგ “ლურჯ-ბროწეულისფრები” სატურნირო ცხრილში მეცხრე პოზიციას იკავებენ – ჩემპიონატის საწყისი 10 შეხვედრიდან მათ მხოლოდ 4 შემთხვევაში იზეიმეს გამარჯვება. “ბარსელონას” ჩემპიონთა ლიგაზეც ძალიან ცუდი შედეგები აქვს – “ბაიერნთან” და “ბენფიკასთან” სამბურთიანი სხვაობებით წაგების შემდეგ, მათ მხოლოდ ერთი მოგება აქვთ (კიევის “დინამოსთან”).
“ბარსელონამ” რონალდ კუმანი მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაანთავისუფლა. კლუბის პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ, ამ გადაწყვეტილების შესახებ მას პირადად ამცნო “რაიო ვალეკანოსთან” მატჩის შემდეგ.
რონალდ კუმანი თავის გუნდს ხუთშაბათს “სიუდად დეპორტივაზე” დაემშვიდობება. “ბარსელონა” მას ყველაფერ საუკეთესოს უსურვებს და მადლობას უხდის ყველაფრისთვის, რაც კლუბისთვის გააკეთა,” – ვკითხულობთ კატალონიელთა ოფიციალურ ვებ-გვერდზე.
“ბარსელონაში” რონალდ კუმანის შემცვლელად ლეგენდარულ ხავის ელიან.