ოფიციალურად: ბათუმის “დინამოს” მთავარი მწვრთნელი თანამდებობიდან გადადგა
„დინამო“ ბათუმის მთავარი მწვრთნელი ლევან ხომერიკი დაკავებული თანამდებობიდან ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გადადგა.
ლევან ხომერიკი 2014/15 წლის „ვერცხლის“ სეზონზე სამწვრთნელო შტაბის წევრი გახლდათ, ხოლო 2016 წლის გარდამავალ ჩემპიონატში, მთავარი მწვრთნელის რანგში ბრინჯაოს მედლები მოიპოვა.
სამწუხაროდ ამ ეტაპზე სხვა რეალობის წინაშე დადგა გუნდი. ს.კ. „დინამო“ ბათუმი მადლობას უხდის ლევან ხომერიკს ძირითადი გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე გაწეული შრომისთვის და წარმატებებს უსურვებს მას.
ლევან ხომერიკი
“დინამო” ბათუმი – 145 მატჩი : 80 გოლი (58 მოგება, 32 ფრე და 55 მარცხი)
დებიუტი: 1991 წლის 1 მარტი
ბათუმის “დინამო” – “ივერია” ხაშური 3-0
სადებიუტო გოლი: 1991 წლის 30 ოქტომბერი:
“დინამო” ბათუმი – “ალაზანი” გურჯაანი 6-0
ბოლო მატჩი დინამოს მაისურით – 2005 წლის 22 მაისს
“დინამო” 3 – 0 “კოლხეთი-1913” (ხომერიკის დუბლი)
სამწვრთნელო კარიერა
“დინამო” ბათუმი (09.08.2014 – 16.05.2017)
63 მატჩი
მოგება – 31
ფრე – 11
წაგება – 21
ბ-ბ: 79-43
Dinamobatumi.Com