ოფიციალურად: ჩაბი ალონსო “ბაიერნის” ფეხბურთელია
ესპანელი ნახევარმცველი ჩაბი ალონსო მიუნხენის “ბაიერნის” ფეხბურთელია, ეს ინფორმაცია კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა. როგორც ირკვევა, ბავარიელებმა მოთამაშეში 10 მილიონი ევრო გადაიხადეს და მასთან კონტრაქტი 2016 წლამდე გააფორმეს.
შეგახსენებთ, რომ “ბაიერნის” ნახევარმცველებმა ხავი მარტინესმა და ტიაგო ალკანტარამ მძიმე ტრავმები მიიღეს, ტონი კროოსი კი მადრიდის “რეალში” გადაბარგდა, ამიტომ გუნდს გაძლიერება სჭირდებოდა. პეპ გვარდიოლასათვის ყველაზე სასურველი ვარიანტი ალონსოს შეძენა იყო.