ოფიციალურად: ჩისკომ “დინამო” ჩაიბარა
თბილისის “დინამომ” ოფიციალურად დაადასტურა, რომ ჩისკო გუნდში დაბრუნდა.
“ჩისკო მუნიოსი თბილისშია და ვარჯიშიც გამართა. იგი სეზონის ბოლომდე მთავარი მწვრთნელის მოვალეობებს შეასრულებს. მასთან ერთად ესპანელები – მწვრთნელი რობერტო კუესტა და ფიზ. მომზადების მწვრთნელი ხორხე აბელა იმუშავებენ”, – წერია “დინამოს” მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.
ჩისკო თავკაცის პოზიციაზე კახა ჩხეტიანმა შეცვალა, რომელიც 2020 წელს ისევ ჩისკომ შეცვალა.