ოფიციალურად: “დეულოფეუ “მილანის” ფეხბურთელია”
ბოლო ხანებში ბევრი იწერებოდა “ევერტონის” ფეხბურთელის, ჟერარ დეულოფეუს გუნდიდან წასვლასთან დაკავშირებით.
სულ ცოტა ხნის წინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ მერსესაიდელებმა ესპანელი მოთამაშე “მილანში” გაანათხოვრეს. კონტრაქტი დეულოფეუს იტალიურ გუნდში თამაშის საშუალებას 2017 წლის ზაფხულამდე მისცემს. სხვა დეტალები არ საჯაროვდება.
შეგახსენეთ, რომ 22 წლის სპორსტმენი 2010 წლიდან 2013 წლამდე “ბარსელონაში” გამოდიოდა, საიდანაც იგი ჯერ “ევერტონში”, შემდეგ “სევილიაში” იყო განათხოვრებული. ბოლო წელიწად-ნახევარია კი იგი მერსესაიდელთა რიგებში ირიცხება.