ოფიციალურად: დროგბამ “ჩელსი” დატოვა
ლონდონის “ჩელსის” 37 წლის წინახაზელი, დიდიერ დროგბა სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე გუნდს დატოვებს.
“მინიმუმ ერთი წელი არ ვაპირებ ბუცების ლურსმნებზე დაკიდვას. მსურს ბევრი სათამაშო დრო მქონდეს, სწორედ ამის გამო, ვტოვებ “ჩელსის”.
“ყველამ იცის, ჩემი გუნდისადმი სიყვარული. იმედი მაქვს, ოდესმე აქ სხვა რანგში დავბრუნდები,”-განაცხადა დროგბამ.
შეგახსენებთ, რომ დიდიერ დროგბამ ლონდონში ლურჯი ფერის მაისურით 9 სეზონი იასპარეზა.