ოფიციალურად: ედეგორი ჰოლანდიაში ითამაშებს
“ჰერენვენის” ოფიციალური ვებ-გვერდი ადასტურებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, მადრიდის “რეალის” საკუთრებაში მყოფმა მარტინ ედეგორმა სეზონის ბოლომდე ჰოლანდიური კლუბის ღირსება უნდა დაიცვას.
შეგახსენებთ, რომ 2015 წლის მაისში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, რომელმაც “რეალის” მაისურით ითამაშა (16 წლის და 157 დღის). თუმცა, მას “სანტიაგო ბერნაბეუს” დატოვება არასაკმარისი სათამაშო პრაქტიკის გამო მოუწია.
თავდაპირველად ედეგორს ზინედინ ზიდანთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა, ნორვეგიელი ფეხბურთელი მიმდინარე სეზონში “კასტილიას”, მადრიდის “რეალის” მეორე გუნდს ვერ გასცდა.
რაც შეეხება უშუალოდ ჰოლანდიურ კლუბს, “ჰერენვენი” ამ დროისთვის ერედივიზიონის სატურნირო ცხრილის მეოთხე პოზიციას იკავებს და 13 ქულით ჩამორჩება ლიდერ “ფეიენოორდს”.