ოფიციალურად: ედინსონ კავანი “მანჩესტერ იუნაიტედის” ფეხბურთელია
ურუგვაელი თავდამსხმელი ედინსონ კავანი “მანჩესტერ იუნაიტედში” ითამაშებს. მხარეებს შორის გაფორმებულ შრომით ხელშეკრულებას ძალა 2021 წლის 30 ივნისის ჩათვლით ექნება. კონტრაქტი კიდევ 12 თვის ვადით გახანგრძლივების შესაძლებლობას იძლევა. “ოლდ ტრაფორდზე” კავანის ხელფასი კვირაში 210 ათასი ფუნტ სტერლინგი იქნება.
“მანჩესტერ იუნაიტედი” მსოფლიოს ერთ-ერთი გამორჩეული კლუბია და ჩემთვის დიდი პატივია აქ გადმოსვლა. სანამ უკლუბოდ ვიყავი, თავდაუზოგავად ვვარჯიშობდი და ახლა ერთი სული მაქვს, როდის მოვირგებ ამ შესანიშნავი გუნდის ფორმას.
კარიერის განმავლობაში არაერთხელ მითამაშია პროაქტიური ფანების წინაშე და დარწმუნებული ვარ, მანჩესტერშიც ასე იქნება. მოუთმენლად ველოდები იმ მომენტს, როდესაც სტადიონზე ქომაგებს დაუშვებენ და “ოლდ ტრაფორდის” ატმოსფეროს შევიგრძნობ.
გუნდის მთავარ მწვრთნელს ვესაუბრე და მან ამ ლამაზი მაისურის ჩაცმის სურვილი გამიძლიერა”, – თქვა კავანიმ.
შეგახსენებთ, რომ 33 წლის ფეხბურთელი თავისუფალი აგენტის სტატუსით სარგებლობდა.