ოფიციალურად: ელ გაზი “ლილის” ფეხბურთელია
იანვარში ბევრი იწერებოდა იმის შესახებ, რომ ამსტერდამის “აიაქასის” ფეხბურთელი, ელ გაზი გუნდს დატოვებდა.
სულ ცოტა ხნის წინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ 21 წლის ჰოლანდიელი ფრანგულ “ლილში” გადავიდა. ამ ინფორმაციას სწორედ შემტევის ახალი კლუბის გვერდი ავრცელებს.
ჯერჯერობით, უცნობია კონტრაქტის პირობები. ასევე, საზოგადოებისთვის არაა ცნობილი, რა თანხა გადაიხადეს ფრანგებმა ელ გაზიში.
აქვე გეტყვით, რომ ჰოლანდიელი “ფეინოორდის” აკადემიის აღზრდილია. პროფესიონალური კარიერა კი მან 2014 წელს “აიაქსში” დაიწყო.
ელ გაზიმ უკვე ჟურნალისტებთანაც ისაუბრა: “ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ეს არჩევანი გავაკეთე. მოლაპარაკებების დაწყებიდანვე მჯეროდა, რომ ყველაფერი ისე იქნებოდა, როგორც მე მინდოდა. ერთი სული მაქვს, როდის გავალ მოედანზე და გუნდის წარმატებისთვის ვიბრძოლებ,” – აცხადებს 21 წლის ფეხბურთელი.