ოფიციალურად: ერერა „მანჩესტერის“ ფეხბურთელია
როგორც მოსალოდნელი იყო, 24 წლის ესპანელი უნივერსალი ანდერ ერერა “მანჩესტერ იუნაიტედის” ფეხბურთელი გახდა
ინგლისური გრანდის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა დაადასტურა, რომ ერერამ 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა “მანჩესტერთან”, ავტომატურად კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების პუნქტით. ჯერჯერობით ტრანსფერის დეტალები არ ხმაურდება.
ფეხბურთელმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა:
“მანჩესტერ იუნაიტედში” გადასვლით ჩემი ოცნება ახდა. მე „ოლდ ტრაფორდზე“ ბილბაოს “ატლეტიკის” შემადგენლობაში ვითამაშე ევროპის ლიგაზე და ეს იყო ჩემი კარიერის ერთ-ერთი მთავარი მომენტი. აბსოლიტურად ყველაფერს გავაკეთებ, რათა გავამართლო იმედები და დავეხმარო “მანჩესტერს” მიზნების მიღწევაში. აქ სამშაბათს ჩამოვედი და მიხარია, რომ მანჩესტერში ვიცხოვრებ. ერთი სული მაქვს, როდის ჩავატარებ პირველ მატჩს კლუბის წითელი მაისურით. არასოდეს დამავიწყდება “ატლეტიკში” გატარებული წლები, გულშემატკივრების მხარდაჭერა და აბსოლიტურად ყველაფერი. მადლიერი ვარ ბასკების და ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებ ამ გუნდს მომავალში”.