ოფიციალურად: ერნანეშმა “იუვენტუსი” დატოვა
ტურინის “იუვენტუსის” უკვე ყოფლიმა ფეხბურთელმა, ერნანეშმა კლუბი დატოვა. ამის შესახებ იტალიულრი გუნდის ოფიციალური გვერდი იუწყება. 31 წლის ნახევარმცველი ჩინურ “ჰებეი ჩაინა ფორჩენში” გადაბარგდა.
აზიელებმა ბრაზილიელში 10 მილიონი ევრო გადაიხადეს. ტრანსფერის სხვა დეტალები, ჯერჯერობით, არაა საჯარო.
ერნანეში 2015 წლის ზაფხულზე მივიდა “ბებერ ქალბატონში”. წელიწად-ნახევრის მანძილზე ბრაზილიელმა ტურინელთა შემადგენლობაში 35 შეხვედრა ჩაატარა და ორი გოლი გაიტანა.
ცნობისთვის, გეტყვით, რომ “ჰებეის” მანუელ პელეგრინი წვრთნის. მასში კი ისეთი ფეხბურთელები გამოდიან, როგორებიც ეზიკელ ლავეცი და ჟერვინიოა.