ოფიციალურად: გაბიმ ფეხბურთელის კარიერა დაასრულა

თარიღი: დეკემბერი 1, 2020

მადრიდის “ატლეტიკოს” ყოფილმა კაპიტანმა, გაბიმ, კარიერის დასრულების გადაწყვეტილება 37 წლის ასაკში მიიღო. ამის შესახებ განცხადება გაბიმ ესპანურ გამოცემა As-თან საუბრისას დაადასტურა.

“როდესაც ფეხბურთის თამაში დავიწყე, ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ აქამდე მოვიდოდი. მოვიდა ის დრო, როდესაც ფეხბურთელის კარიერა უნდა დავასრულო.

მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, რომელიც ამ ხანგრძლივი მოგზაურობის განმავლობაში გვერდში მედგა – პარტნიორებს, მწვრთნელებს, თანამშრომლებს და რა თქმა უნდა ჩემ ოჯახის წევრებსა და მეგობრებს,” – აცხადებს გაბი.

საერთო ჯამში გაბიმ “როხიბლანკოს” მაისური 417 მატჩში მოირგო და კლუბთან ერთად ევროპა ლიგა, ესპანეთის ჩემპიონატი, კოპა დელ რეი და სუპერთასი მოიგო. ბოლო ორი სეზონი გაბიმ კატარულ “ალ-სადში” გაატარა.

მსგავსი სიახლეები