ოფიციალურად: გარი მედელი “ინტერის” ფეხბურთელია
“ინტერმა” უკვე ოფიციალურად დაადასტურა, რომ ჩილეს ნაკრების წევრი გარი მედელი “ნერიაძურიში” ითამაშებს.
ტრანსფერის დეტალები არ ხმაურდება.
შეგახსენებთ, რომ მედელი მანამდე “კარდიფ სიტის” ღირსებას იცავდა. უელსურმა კლუბმა ჩილელი ნახევარმცველი გასულ წელს “სევილიასგან” შეიძინა. მაშინ “კარდიფმა” კლუბის ისტორიაში სარეკორდო თანხა 11 მილიონი ფუნტი გაიღო. უელსური კლუბი ინგლისის პრემიერლიგიდან გავარდა და მედელმაც გუნდიდან წასვლა გადაწყვიტა.
ინგლისის ჩემპიონატის 2013/14 წლების სეზონის გათამაშებაში გარი მედელმა 34 მატჩი ჩაატარა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.