ოფიციალურად: გიგზმა ”იუნაიტედი” დატოვა
”იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელის ასისტენტმა და ლეგენდარულმა ფეხბურთელმა რაიან გიგზმა ინგლისში გატარებული 14 წლის შემდეგ გუნდი დატოვა.
უელსის ნაკრების ექს-ფეხბურთელი მანჩესტერული კლუბი ღირსებას 1990 წლიდან 2014-მდე იცავდა. ამ ხანგძლივი დროის განმავლობაში გიგზმა ”იუნაიტედის” მაისურით 963 მატჩში მიიღო მონაწილეობა.
შეგახსენებთ, რომ რაიანი ფეხბურთელის კარიერის დასრულების შემდეგ, ჯერ დევიდ მოიესის, შემდეგ კი ლუი ვან გაალის ასისტენტად მუშაობდა.
”იუნაიტედში” გატარებული 29 სეზონის შემდეგ, საკმაოდ რთული გადაწყვეტილების მიღება მიწევს. ჩემი აზრით, დროა, რომ კლუბი დავტოვო.
მანჩესტერი ჩემი ცხოვრების საუკეთესო მოგონებად და გამოცდილებად დარჩება, რომელიც იმედი მაქვს, რომ მომდევნო წლებში დამეხმარება. ახლა მკაფიო გეგმა არ მაქვს, მაგრამ სამწვრთნელო კარიერას აუცილებლად გავაგრძელებ,” – განაცხადა გიგზმა ”იუნაიტედის” ოფიციალურ ვებგვერდთან ინტერვიუში.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, ინგლისური გრანდის მთავარ მწვრთნელად ჟოზე მოურინიო დაინიშნა. პორტუგალიელ სპეციალისტს თანაშემწედ რუი ფარია სურს.